https://sputnik-georgia.com/20240816/saeklesio-kalendari-16-agvisto-289474930.html
საეკლესიო კალენდარი: 16 აგვისტო
საეკლესიო კალენდარი: 16 აგვისტო
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 აგვისტოს პირველმოწამე რაჟდენის, მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა ასევე ღირსთა: ისააკის, დალმატის... 16.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-16T09:00+0400
2024-08-16T09:00+0400
2024-08-16T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23315/41/233154143_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_e16d24cbaa29d7fc9c5b5579742f0fba.jpg
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებულიწმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ (ხს. 30 ნოემბერს) სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში რაჟდენიც ჩამოჰყვა, ქრისტიანობა მიიღო და სამუდამოდ აქ დარჩა. ვახტანგ მეფემ სოფელნი და აგარაკნი მიანიჭა.წმიდა რაჟდენი ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ისმენდა საღვთო წერილს და ქადაგებებს.ვახტანგ მეფე იღვწოდა ეკლესიის გაძლიერებისათვის: ჩამოაყალიბა საქართველოში საეკლესიო იერარქია, საქართველოს ეკლესიას მოუპოვა დამოუკიდებლობა და მყარი მშვიდობა, სამეფოდან გააძევა სპარსელები, დახურა მაზდეანთა სამლოცველოები.მცხეთელ მოგვთა გასაჭირი რომ გაიგეს, სპარსელებმა არ დააყოვნეს, პეროზ მეფემ დიდძალი ჯარი დაძრა საქართველოსკენ. ვახტანგ გორგასალმა წინასწარ გაამაგრა ციხე-ქალაქები, თვითონ კი მცხეთაში დადგა თავისი ჯარით.მტერი მცხეთის მახლობლად დაბანაკდა. დაიწყო ხანგრძლივი ომი. ქართველ მებრძოლთა რაზმები მოულოდნელად ესხმოდნენ სპარსელებს თავს და მუსრს ავლებდნენ. ასე გრძელდებოდა ხუთი თვის განმავლობაში.ომის დროს თავი ისახელა „ახოვანმან წყობათა შინა და გამოცდილმან, რჩეულმან მებრძოლმანა“ - რაჟდენმა, რომელიც ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი სარდალი იყო. ღვთის შეწევნით მან მრავალჯერ აგემა დამარცხება მტერს. განრისხებულმა პეროზ მეფემ ბრძანა, ცოცხლად შეეპყროთ გაქრისტიანებული სპარსი.ერთ-ერთი შეტევის დროს სპარსელებმა გზა შეუკრეს რაჟდენს, მოულოდნელად შემოერტყნენ გარს, შეიპყრეს და შეკრული მიჰგვარეს სპარსთა მეფესმრავალჯერ აწამეს იგი, მრავალგზის შესთავაზეს საჩუქრები და პატივი, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლიეს. როცა საბოლოოდ გადაეწურათ მისი გადაბირების იმედი, ჯვარცმით სიკვდილი გადაუწყვიტეს.ძმები ხერხეულიძეები, მათი ნაბოლარა და, დედა და მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული 9 ათასი ქართველი1625 წელს ქართველებს ორჯერ მოუხდათ ბრძოლა შაჰ-აბასის არმიის წინააღმდეგ. პირველი ბრძოლა 25 მარტს, ხარება დღეს, მარტყოფის ველზე გაიმართა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მტრის 30 ათასიანი ლაშქრიდან, ცოცხალი მხოლოდ 3 ათასი გადარჩა. 40 წლის მანძილზე ირანს ასეთი მარცხი არ განუცდია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 1 ივლისს, შაჰ-აბასის ლაშქარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, კვლავ მოადგა საქართველოს. ამჯერად ბრძოლა გაიმართა მარაბდის ველზე. შეტევაზე ქართველები გადავიდნენ თეიმურაზ I-ის მეთაურობით. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა.ბრძოლაში სამღვდელოებაც მონაწილეობდა. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს მოსცილდა. მეორე ნაწილი მტრის ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა მოთავებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა შემოიჭრა. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა თეიმურაზ მეფე მოკლესო. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შეთხელდა ივერიელთა რიგები. 9 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ხარჭაშნელი და რუსთველი ეპისკოპოსები, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი. ქართულმა დროშამ ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა, მაგრამ ცხრავე ბრძოლის ველზე დაეცა. დროშა კი მათი ნაბოლარა დის ხელში გადავიდა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, ხერხეულიძეების დედამ აღმართა საქართველოს დროშა, როგორც უკვდავების სიმბოლო.ღირსი ისააკი, დალმატი და ფავსტოღირსი მამები ისააკი, დალმატი და ფავსტო დალმატის სავანის იღუმენები იყვნენ. ერობაში ღირსი დალმატი წმიდა კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) ლაშქარში მსახურობდა. დაახლოებით 381-383 წლებში ნეტარი მამა განერიდა ამქვეყანას და ძესთან, ფავსტოსთან ერთად მართლმადიდებლობის ერთგული დამცველის, საკვირველთმოქმედი მამის, ისააკის სავანეს მიაშურა კონსტანტინოპოლის მახლობლად. ღირსმა ისააკმა მამა-შვილი ბერად აღკვეცა, რის შემდეგაც ორივენი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას შეუდგნენ. ერთხელ დიდმარხვაში ღირსმა დალმატიმ ორმოცი დღე გაატარა საზრდელის გარეშე. სიკვდილის წინ, 383 წელს, წმიდა ისააკმა იღუმენად დაადგინა ღირსი დალმატი, რომლის სახელიდანაც სავანეს დალმატისა ეწოდა.ღირსი დალმატი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას 431 წელს გამართულ ეფესოს მესამე მსოფლიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ნესტორის მწვალებლური სწავლება. კრების შემდეგ წმიდა მამა დალმატის სავანის არქიმანდრიტად იქნა ნაკურთხი და ამ ხარისხში აღესრულა კიდეც 446 წელს, ოთხმოცდაათი წლის ასაკს მიღწეული.წმიდა ფავსტოს შესახებ ცნობილია, რომ მამის მსგავსად, ისიც დიდი ასკეტი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ სავანეზე ზრუნვა მან გადაიბარა.ღირსი კოზმა განდეგილიღირსი კოზმა განდეგილი VI საუკუნეში ცხოვრობდა პალესტინაში, ფარანის უდაბნოში. მონათხრობს წმიდა კოზმას შესახებ ვხვდებით იოანე მოსხის „ლიმონარში“. ნეტარი მამა მკაცრი მმარხველი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და საეკლესიო დოგმატების მტკიცე დამცველი იყო, ღრმად ერკვეოდა წმიდა წერილში და ეკლესიის მამათა ნაშრომებში. კოზმას განსაკუთრებული მოწიწების გრძნობა გააჩნდა ათანასე დიდის ნაწერებისადმი და ამბობდა: „თუ წმიდა ათანასეს სიტყვას გადაეყრები და ეტრატი არ გექნება, საკუთარ სამოსელზე ჩაწერე იგი“.ღირსი ანტონი რომაელიღირსი ანტონი რომაელი 1067 წელს დაიბადა რომში. მდიდარმა და ღვთისმოშიშმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ჭაბუკი ჩვიდმეტი წლისა იყო, როცა დედ-მამა გარდაეცვალა. დაობლებული ანტონი მამათა ნაშრომების შესწავლას შეუდგა ბერძნულ ენაზე; შემდეგ ქონების ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნაწილი კასრში ჩადო და ზღვას გაატანა, თავად კი ბერად აღიკვეცა ერთ-ერთი უდაბნოს სკიტში, სადაც ოცი წელი მოღვაწეობდა. ლათინთა მიერ მართლმადიდებელთა დევნამ საძმო აიძულა, დაფანტულიყო. ღირსი ანტონი ადგილიდან ადგილზე გადადიოდა. ბოლოს ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე ერთი დიდი ლოდი ჰპოვა და წელიწადზე მეტ ხანს მასზე მოღვაწეობდა. 1105 წლის 5 სექტემბერს უეცრად მოვარდნილმა საშინელმა ქარიშხალმა და ღელვამ ლოდი ზღვაში გაიტანა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდა ანტონი ნოვგოროდიდან სამი ვერსის დაშორებით, მდინარე ვოლხოვის სანაპიროზე, სოფელ ვოლხოვსკთან აღმოჩნდა. ამ ადგილას წმინდა მღვდელმთავარ ნიკიტა დაყუდებულის (+1109) კურთხევით ღირსმა ანტონიმ ღვთისმშობლის შობის სავანე დააარსა. ერთხელ მეთევზურთა ბადეს ზღვიდან ამოჰყვა კასრი წმიდა მამის მემკვიდრეობით. ნეტარმა ანტონიმ დაასახელა, რაც ჩადო მასში მრავალი წლის წინ, განძი წაიღო და სავანისათვის მიწები შეისყიდა. 1131 წელს მღვდელმთავარმა ნიფონტმა ღირსი ანტონი მონასტრის იღუმენად დაადგინა. ღვაწლმოსილი მოსაგრე 1147 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20240815/saeklesio-kalendari-15-agvisto-289461446.html
https://sputnik-georgia.com/20240814/saeklesio-kalendari-14-agvisto-289443481.html
https://sputnik-georgia.com/20240813/saeklesio-kalendari-13-agvisto-289429748.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23315/41/233154143_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_4aeb3b1e9032b45af33a7ba95984494e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 16 აგვისტო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 აგვისტოს პირველმოწამე რაჟდენის, მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა ასევე ღირსთა: ისააკის, დალმატის, და ფავსტოს, კოზმა განდეგილის, ანტონი რომაელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული
წმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ (ხს. 30 ნოემბერს) სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში რაჟდენიც ჩამოჰყვა, ქრისტიანობა მიიღო და სამუდამოდ აქ დარჩა. ვახტანგ მეფემ სოფელნი და აგარაკნი მიანიჭა.
წმიდა რაჟდენი ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ისმენდა საღვთო წერილს და ქადაგებებს.
ვახტანგ მეფე იღვწოდა ეკლესიის გაძლიერებისათვის: ჩამოაყალიბა საქართველოში საეკლესიო იერარქია, საქართველოს ეკლესიას მოუპოვა დამოუკიდებლობა და მყარი მშვიდობა, სამეფოდან გააძევა სპარსელები, დახურა მაზდეანთა სამლოცველოები.
მცხეთელ მოგვთა გასაჭირი რომ გაიგეს, სპარსელებმა არ დააყოვნეს, პეროზ მეფემ დიდძალი ჯარი დაძრა საქართველოსკენ. ვახტანგ გორგასალმა წინასწარ გაამაგრა ციხე-ქალაქები, თვითონ კი მცხეთაში დადგა თავისი ჯარით.
მტერი მცხეთის მახლობლად დაბანაკდა. დაიწყო ხანგრძლივი ომი. ქართველ მებრძოლთა რაზმები მოულოდნელად ესხმოდნენ სპარსელებს თავს და მუსრს ავლებდნენ. ასე გრძელდებოდა ხუთი თვის განმავლობაში.
ომის დროს თავი ისახელა „ახოვანმან წყობათა შინა და გამოცდილმან, რჩეულმან მებრძოლმანა“ - რაჟდენმა, რომელიც ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი სარდალი იყო. ღვთის შეწევნით მან მრავალჯერ აგემა დამარცხება მტერს. განრისხებულმა პეროზ მეფემ ბრძანა, ცოცხლად შეეპყროთ გაქრისტიანებული სპარსი.
ერთ-ერთი შეტევის დროს სპარსელებმა გზა შეუკრეს რაჟდენს, მოულოდნელად შემოერტყნენ გარს, შეიპყრეს და შეკრული მიჰგვარეს სპარსთა მეფეს
მრავალჯერ აწამეს იგი, მრავალგზის შესთავაზეს საჩუქრები და პატივი, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლიეს. როცა საბოლოოდ გადაეწურათ მისი გადაბირების იმედი, ჯვარცმით სიკვდილი გადაუწყვიტეს.
ძმები ხერხეულიძეები, მათი ნაბოლარა და, დედა და მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული 9 ათასი ქართველი
1625 წელს ქართველებს ორჯერ მოუხდათ ბრძოლა შაჰ-აბასის არმიის წინააღმდეგ. პირველი ბრძოლა 25 მარტს, ხარება დღეს, მარტყოფის ველზე გაიმართა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მტრის 30 ათასიანი ლაშქრიდან, ცოცხალი მხოლოდ 3 ათასი გადარჩა. 40 წლის მანძილზე ირანს ასეთი მარცხი არ განუცდია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 1 ივლისს, შაჰ-აბასის ლაშქარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, კვლავ მოადგა საქართველოს. ამჯერად ბრძოლა გაიმართა მარაბდის ველზე. შეტევაზე ქართველები გადავიდნენ თეიმურაზ I-ის მეთაურობით. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა.
ბრძოლაში სამღვდელოებაც მონაწილეობდა. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს მოსცილდა. მეორე ნაწილი მტრის ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა მოთავებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა შემოიჭრა. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა თეიმურაზ მეფე მოკლესო. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შეთხელდა ივერიელთა რიგები. 9 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ხარჭაშნელი და რუსთველი ეპისკოპოსები, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი. ქართულმა დროშამ ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა, მაგრამ ცხრავე ბრძოლის ველზე დაეცა. დროშა კი მათი ნაბოლარა დის ხელში გადავიდა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, ხერხეულიძეების დედამ აღმართა საქართველოს დროშა, როგორც უკვდავების სიმბოლო.
ღირსი ისააკი, დალმატი და ფავსტო
ღირსი მამები ისააკი, დალმატი და ფავსტო დალმატის სავანის იღუმენები იყვნენ. ერობაში ღირსი დალმატი წმიდა კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) ლაშქარში მსახურობდა. დაახლოებით 381-383 წლებში ნეტარი მამა განერიდა ამქვეყანას და ძესთან, ფავსტოსთან ერთად მართლმადიდებლობის ერთგული დამცველის, საკვირველთმოქმედი მამის, ისააკის სავანეს მიაშურა კონსტანტინოპოლის მახლობლად. ღირსმა ისააკმა მამა-შვილი ბერად აღკვეცა, რის შემდეგაც ორივენი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას შეუდგნენ. ერთხელ დიდმარხვაში ღირსმა დალმატიმ ორმოცი დღე გაატარა საზრდელის გარეშე. სიკვდილის წინ, 383 წელს, წმიდა ისააკმა იღუმენად დაადგინა ღირსი დალმატი, რომლის სახელიდანაც სავანეს დალმატისა ეწოდა.
ღირსი დალმატი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას 431 წელს გამართულ ეფესოს მესამე მსოფლიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ნესტორის მწვალებლური სწავლება. კრების შემდეგ წმიდა მამა დალმატის სავანის არქიმანდრიტად იქნა ნაკურთხი და ამ ხარისხში აღესრულა კიდეც 446 წელს, ოთხმოცდაათი წლის ასაკს მიღწეული.
წმიდა ფავსტოს შესახებ ცნობილია, რომ მამის მსგავსად, ისიც დიდი ასკეტი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ სავანეზე ზრუნვა მან გადაიბარა.
ღირსი კოზმა განდეგილი VI საუკუნეში ცხოვრობდა პალესტინაში, ფარანის უდაბნოში. მონათხრობს წმიდა კოზმას შესახებ ვხვდებით იოანე მოსხის „ლიმონარში“. ნეტარი მამა მკაცრი მმარხველი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და საეკლესიო დოგმატების მტკიცე დამცველი იყო, ღრმად ერკვეოდა წმიდა წერილში და ეკლესიის მამათა ნაშრომებში. კოზმას განსაკუთრებული მოწიწების გრძნობა გააჩნდა ათანასე დიდის ნაწერებისადმი და ამბობდა: „თუ წმიდა ათანასეს სიტყვას გადაეყრები და ეტრატი არ გექნება, საკუთარ სამოსელზე ჩაწერე იგი“.
ღირსი ანტონი რომაელი 1067 წელს დაიბადა რომში. მდიდარმა და ღვთისმოშიშმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ჭაბუკი ჩვიდმეტი წლისა იყო, როცა დედ-მამა გარდაეცვალა. დაობლებული ანტონი მამათა ნაშრომების შესწავლას შეუდგა ბერძნულ ენაზე; შემდეგ ქონების ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნაწილი კასრში ჩადო და ზღვას გაატანა, თავად კი ბერად აღიკვეცა ერთ-ერთი უდაბნოს სკიტში, სადაც ოცი წელი მოღვაწეობდა. ლათინთა მიერ მართლმადიდებელთა დევნამ საძმო აიძულა, დაფანტულიყო. ღირსი ანტონი ადგილიდან ადგილზე გადადიოდა. ბოლოს ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე ერთი დიდი ლოდი ჰპოვა და წელიწადზე მეტ ხანს მასზე მოღვაწეობდა. 1105 წლის 5 სექტემბერს უეცრად მოვარდნილმა საშინელმა ქარიშხალმა და ღელვამ ლოდი ზღვაში გაიტანა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდა ანტონი ნოვგოროდიდან სამი ვერსის დაშორებით, მდინარე ვოლხოვის სანაპიროზე, სოფელ ვოლხოვსკთან აღმოჩნდა. ამ ადგილას წმინდა მღვდელმთავარ ნიკიტა დაყუდებულის (+1109) კურთხევით ღირსმა ანტონიმ ღვთისმშობლის შობის სავანე დააარსა. ერთხელ მეთევზურთა ბადეს ზღვიდან ამოჰყვა კასრი წმიდა მამის მემკვიდრეობით. ნეტარმა ანტონიმ დაასახელა, რაც ჩადო მასში მრავალი წლის წინ, განძი წაიღო და სავანისათვის მიწები შეისყიდა. 1131 წელს მღვდელმთავარმა ნიფონტმა ღირსი ანტონი მონასტრის იღუმენად დაადგინა. ღვაწლმოსილი მოსაგრე 1147 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით