https://sputnik-georgia.com/20240814/saeklesio-kalendari-14-agvisto-289443481.html
საეკლესიო კალენდარი: 14 აგვისტო
საეკლესიო კალენდარი: 14 აგვისტო
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 აგვისტოს შვიდ მაკაბელ მოწამეს, მათ დედას სოლომონიას და მოძღვრს ელიაზარს იხსენიებს. 14.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-14T09:00+0400
2024-08-14T09:00+0400
2024-08-14T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/56/242265682_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_3ad3456fefc962bd191c3ac2bcf4ffce.jpg
ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანებაშემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, 31 ივლისს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაული IX საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ ადგილობრივი დღესასწაული იყო, XII-XIII საუკუნეებიდან კი, იერუსალიმის ტიპიკონის გავრცელებასთან დაკავშირებით, საყოველთაო გახდა.სოლომონია და მისი შვიდი ვაჟი მაკაბელნიანტიოქემ, რომელიც სირიასა და პალესტინაში მეფობდა, დაიპყრო იერუსალიმი. სამი დღის განმავლობაში ოთხმოცი ათასი კაცი ამოჟლიტეს, ორმოცი ათასი კი ტყვედ წაიყვანეს.მალე ანტიოქემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მის მიერ დაპყრობილ ხალხს კერპთაყვანისმცემლობა უნდა მიეღო.მეფემ იერუსალიმში საიმედო დიდებულები გამოგზავნა, რათა მათ ებრაელები აეძულებინათ, შეესრულებინათ წარმართული წესები, განსაკუთრებით კი – ეჭამათ ნაკერპავი ღორის ხორცი, რომლის ჭამას მათ მოსეს კანონი უკრძალავდა.ამ დროს დედასთან ერთად შეიპყრეს შვიდი ძმა და ცნობილი წარმომავლობის გამო მეფეს მიჰგვარეს.ეს ძმები იყვნენ იერუსალიმში მოწამებრივად აღსრულებული სჯულისმეცნიერის – ელეაზარის მოსწავლეები. მათ კარგად ახსოვდათ მოძღვრის დარიგებანი; ამიტომაც მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზე და არ სურდათ სჯულის დარღვევა. შვიდივე ძმა წამებით აღესრულა. სოლომონია კი შვილების ნატანჯ სხეულებთან დადგა, ხელები ცისკენ აღმართა, სიხარულის ცრემლებით სავსემ ილოცა და უფალს მიაბარა სული( 166 წ. ქრისტეს შობამდე)მაკაბელთა სისხლმა უფლის წყალობა მოუტანა ებრაელ ხალხს. მან მიუტევა მათ შეცოდება და მამაცი მხედარი – იუდა მაკაბელი მოუვლინა, რომელმაც დაამხო ანტიოქე, განდევნა მისი მხედართმთავრები და იერუსალიმის ტაძარი ბილწი კერპებისაგან განწმინდა.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20240813/saeklesio-kalendari-13-agvisto-289429748.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/56/242265682_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_6b3444bec5662d139cf2ecbe99d23a36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 14 აგვისტო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 აგვისტოს შვიდ მაკაბელ მოწამეს, მათ დედას სოლომონიას და მოძღვრს ელიაზარს იხსენიებს.
ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, 31 ივლისს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.
უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაული IX საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ ადგილობრივი დღესასწაული იყო, XII-XIII საუკუნეებიდან კი, იერუსალიმის ტიპიკონის გავრცელებასთან დაკავშირებით, საყოველთაო გახდა.
სოლომონია და მისი შვიდი ვაჟი მაკაბელნი
ანტიოქემ, რომელიც სირიასა და პალესტინაში მეფობდა, დაიპყრო იერუსალიმი. სამი დღის განმავლობაში ოთხმოცი ათასი კაცი ამოჟლიტეს, ორმოცი ათასი კი ტყვედ წაიყვანეს.
მალე ანტიოქემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მის მიერ დაპყრობილ ხალხს კერპთაყვანისმცემლობა უნდა მიეღო.
მეფემ იერუსალიმში საიმედო დიდებულები გამოგზავნა, რათა მათ ებრაელები აეძულებინათ, შეესრულებინათ წარმართული წესები, განსაკუთრებით კი – ეჭამათ ნაკერპავი ღორის ხორცი, რომლის ჭამას მათ მოსეს კანონი უკრძალავდა.
ამ დროს დედასთან ერთად შეიპყრეს შვიდი ძმა და ცნობილი წარმომავლობის გამო მეფეს მიჰგვარეს.
ეს ძმები იყვნენ იერუსალიმში მოწამებრივად აღსრულებული სჯულისმეცნიერის – ელეაზარის მოსწავლეები. მათ კარგად ახსოვდათ მოძღვრის დარიგებანი; ამიტომაც მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზე და არ სურდათ სჯულის დარღვევა. შვიდივე ძმა წამებით აღესრულა. სოლომონია კი შვილების ნატანჯ სხეულებთან დადგა, ხელები ცისკენ აღმართა, სიხარულის ცრემლებით სავსემ ილოცა და უფალს მიაბარა სული( 166 წ. ქრისტეს შობამდე)
მაკაბელთა სისხლმა უფლის წყალობა მოუტანა ებრაელ ხალხს. მან მიუტევა მათ შეცოდება და მამაცი მხედარი – იუდა მაკაბელი მოუვლინა, რომელმაც დაამხო ანტიოქე, განდევნა მისი მხედართმთავრები და იერუსალიმის ტაძარი ბილწი კერპებისაგან განწმინდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით