https://sputnik-georgia.com/20240816/ocnebasi-ivanisvilis-rusuli-qonebis-sesaxeb-axal-informacias-sicrue-uwodes-289478056.html
„ოცნებაში“ ივანიშვილის რუსული ქონების შესახებ ახალ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს
„ოცნებაში“ ივანიშვილის რუსული ქონების შესახებ ახალ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს
Sputnik საქართველო
მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს, განაცხადეს პარტიაში 16.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-16T14:55+0400
2024-08-16T14:55+0400
2024-08-16T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289035814_0:87:2048:1239_1920x0_80_0_0_29c1836fb131480f5443b0697a91093b.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP) განცხადება არის აბსურდული და წარმოადგენს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შესახებ სიცრუის გავრცელების გამართლების მცდელობას, ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.პრესცენტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა OCCRP-ს მიერ „ქართული ოცნების“ განცხადებაზე საპასუხოდ გავრცელებულ ინფორმაციას. განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს ივანიშვილის ოჯახმა თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად გაქარწყლდა, განაცხადეს პრესცენტრში.რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია „ახლად აღმოჩენილ სკანდალად" გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა, აღნიშნულია განცხადებაში.„ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს "საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე", უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ორგანიზაცია ცდილობდა „ოფშორების“ კანონის თემის წამოწევას.„კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონზე, რომლებიც ითვალისწინებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას, ასევე საგადასახადო შეღავათებს ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანისას. ოპოზიციამ გააკრიტიკა ცვლილებები და განაცხადა, რომ ეს კანონი მხოლოდ კრიმინალურ და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, გაართულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ზიანს მიაყენებს მის რეპუტაციას. ასევე, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიღება ხდება იმისთვის, რომ ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავიდან აიცილოს დასავლეთის შესაძლო სანქციები.„ოცნებამ“ ივანიშვილის მიერ რუსეთში უძრავი ქონების შეძენის ინფორმაციას სიცრუე უწოდა>>როგორც ადრე ცნობილი გახდა, სტატიის მომზადების პერიოდში კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრეს-სამსახურთან, თუმცა ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული ი იყო ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის, ამიტომაც პრესსამსახურმა უარი თქვა თანამშრომლობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289035814_140:0:1908:1326_1920x0_80_0_0_60a2932cfffc9ac4c79046f12dc55cfc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოცნება
„ოცნებაში“ ივანიშვილის რუსული ქონების შესახებ ახალ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს
მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს, განაცხადეს პარტიაში
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP) განცხადება არის აბსურდული და წარმოადგენს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შესახებ სიცრუის გავრცელების გამართლების მცდელობას, ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.
პრესცენტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა OCCRP-ს მიერ „ქართული ოცნების“ განცხადებაზე საპასუხოდ გავრცელებულ ინფორმაციას. განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს ივანიშვილის ოჯახმა თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად გაქარწყლდა, განაცხადეს პრესცენტრში.
„ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა. OCCRP წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია „ახლად აღმოჩენილ სკანდალად" გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა, აღნიშნულია განცხადებაში.
„ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს "საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე", უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ორგანიზაცია ცდილობდა „ოფშორების“ კანონის თემის წამოწევას.
„კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონზე, რომლებიც ითვალისწინებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას, ასევე საგადასახადო შეღავათებს ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანისას. ოპოზიციამ გააკრიტიკა ცვლილებები და განაცხადა, რომ ეს კანონი მხოლოდ კრიმინალურ და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, გაართულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ზიანს მიაყენებს მის რეპუტაციას. ასევე, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიღება ხდება იმისთვის, რომ ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავიდან აიცილოს დასავლეთის შესაძლო სანქციები.
„კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შევიკავეთ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან. იმედს ვიტოვებთ, სხვა დროს მსგავსი შინაარსის სტატიები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ადრე ცნობილი გახდა, სტატიის მომზადების პერიოდში კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრეს-სამსახურთან, თუმცა ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული ი იყო ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის, ამიტომაც პრესსამსახურმა უარი თქვა თანამშრომლობაზე.