https://sputnik-georgia.com/20240816/mkvleloba-sofel-diromsi-policiam-otxi-piri-daakava-289476959.html
მკვლელობა სოფელ დიღომში: პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
მკვლელობა სოფელ დიღომში: პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
საქმეზე კიდევ სამი ადამიანია დაკავებული, რომლებსაც პოლიცია ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 16.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-16T13:03+0400
2024-08-16T13:03+0400
2024-08-16T13:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24869/61/248696170_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_a8b18df9684c6aeb87e9e76c9c04f130.jpg
თბილისი, 16 აგვისტო − Sputnik. თბილისში, სოფელ დიღომში 37 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.26 წლის მამაკაცი გიორგი ქობულაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. კიდევ ორ დაკავებულს, 35 წლის და 19 წლის მამაკაცებს სამართალდამცველები ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავებიან, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 20 წლის მამაკაცია დაკავებული.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, სოფელ დიღომში, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლობელს, გიორგი ქობულაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 37 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მამაკაცი კახეთში დააკავეს.გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობრები, რომლებმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო კიდევ ერთი ადამიანისთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24869/61/248696170_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_5a227e743c18bc7e3431633840cef480.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
მკვლელობა სოფელ დიღომში: პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
საქმეზე კიდევ სამი ადამიანია დაკავებული, რომლებსაც პოლიცია ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
თბილისი, 16 აგვისტო − Sputnik. თბილისში, სოფელ დიღომში 37 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
26 წლის მამაკაცი გიორგი ქობულაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. კიდევ ორ დაკავებულს, 35 წლის და 19 წლის მამაკაცებს სამართალდამცველები ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავებიან, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 20 წლის მამაკაცია დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, სოფელ დიღომში, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლობელს, გიორგი ქობულაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 37 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მამაკაცი კახეთში დააკავეს.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობრები, რომლებმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო კიდევ ერთი ადამიანისთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.