საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება

© AFP 2024 / HANDOUTკორონავირუსის უჯრედი
კორონავირუსის უჯრედი  - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2024
გამოწერა
შტამი რომელიც ქვეყანაში ცირკულირებს ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი „ომიკრონია“, რომელსაც დაავადების მიმდინარეობის განსაკუთრებული სიმძიმე არ ახასიათებს, აღნიშნა ექიმმა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი სხვა რესპირატორულ ვირუსებთან შედარებით საქართველოში ზაფხულში ფიქსირდება, რაც მიმდინარე სეზონისთვის არ არის დამახასიათებელი, იუწყება რადიო „ფორტუნა“ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსზე“ დაყრდნობით.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის შემდგომი გართულებით 16.811 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში 2,9 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა (საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია).
„კორონავირუსი რესპირატორული ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, მას სეზონური პიკი უნდა ჰქონდეს, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია. მოლოდინიც იყო, რომ კორონავირუსი ზამთრის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა, ამ კორონავირუსს არ ახასიათებს დამორჩილება სტანდარტული მიმდინარეობის თვალსაზრისით. ახლა, მიმდინარე წლის 31-ე კალენდარულ კვირას, ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული”, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
ექიმის თქმით, ეს მაჩვენებელი გასული ზაფხულის დონეზე გაცილებით მეტია. ამავდროულად, კორონავირუსის სიჭარბე არ ნიშნავს, რომ ინფიცირებული პაციენტების კლინიკური მიმდინარეობა მძიმეა და ეს არ არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც მათ ჰოსპიტალიზაციას განაპირობებს.
„საბედნიეროდ, კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს იგივეა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო, ეს არის ე.წ. ომიკრონი, რომელსაც მიმდინარეობის განსაკუთრებული სიმძიმე არ ახასიათებს. ძირითადად იწვევს გაციების მსგავს კლინიკურ სიმპტომატიკას, არ არის ჰოსპიტალიზაციის განმაპირობებელი, ნაკლებად იწვევს ფილტვის დაზიანებას”, - თქვა ჩხაიძემ.
ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ასევე ცირკულირებს ისეთი ვირუსები, რაც ზაფხულის სეზონისთვის არის დამახასიათებელი, კერძოდ - რინოვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ენტეროვირუსი.
გარდა ამისა, ჩხაიძის თქმით, მიმდინარე წლის სეზონი გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან გახანგრძლივდა გრიპის ვირუსის იდენტიფიცირების ვადა. როგორც წესი, ქვეყანაში გრიპის ვირუსი ფიქსირდება ოქტომბერ-ნოემბრიდან აპრილის პერიოდში, გავრცელების პიკს კი აღწევს დეკემბერ-იანვარში.
„ზაფხულში, მაისი-ივნისის თვეშიც კი ფიქსირდებოდა როგორც „ა“ ისე „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი. ბოლო მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 28-ე კალენდარულ კვირას დაფიქსირდა გრიპის ვირუსის ბოლო ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა”, - აღნიშნა ჩხაიძემ.
2023 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემიის დასრულების შესახებ, რომელიც 2020 წლის მარტში დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0