პოლიციამ „გლოვოს“ კურიერის დაჭრისთვის ძებნილი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2024
გამოწერა
კურიერზე თავდასხმა თბილისში 6 ივლისს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 38 წლის წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს, რომელიც „გლოვოს“ კურიერზე თბილისში მომხდარი თავდასხმის საქმეზე იძებნებოდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კურიერზე თავდასხმა თბილისში 6 ივლისს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მოხდა. ბრალდებულს საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა", - ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, დაშავებულ კურიერს ფეხში 3 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. თემო სიგუას დედის განცხადებით, ბიჭმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდნენ ფიზიკურად კურიერს.
ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0