https://sputnik-georgia.com/20240814/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-14-agvisto-289436133.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 აგვისტო
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 აგვისტო
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 14.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-14T00:15+0400
2024-08-14T00:15+0400
2024-08-14T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/01/250511961_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_f84a7e7df81459da0ff3e1617e96e8c2.jpg
დღეს 2024 წლის 14 აგვისტოა, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკურიმფარველობს.იდეალური დღეა დამოუკიდებელი ბიზნეს–საქმიანობისთვის, საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ფიზიკური აქტიურობისთვის. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებში, რადგან ყველაზე დემოკრატიულმა უფროსმაც კი დღეს შეიძლება ძალაუფლების წყურვილი შეიგრძნოს. ასევე საჭიროა მეტი კონკრეტიკა, აზრის მკაფიოდ გამოხატვა. მაგალითად, მოერიდეთ სიტყვებს: „მგონი“, „ვფიქრობ“, „მიმაჩნია“...ვერძი: გაქვთ შანსი, რომ დღეს რაღაც ახალსა და საინტერესოს წააწყდეთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება. ეს, შესაძლოა, ადამიანი იყოს, ან ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება, გრძნობა... თვითონაც არ ხართ განწყობაზე, რომ სახლში გულზე ხელდაწყობილი უმოქმედოდ ისხდეთ. წინსვლა გწყურიათ, თქვენ ბედთან შესახვედრად. თქვენი გონება და გული გახსნილი იქნება, ხოლო ცნობისმოყვარეობა თამამი და მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ.კურო: დღეს არის შანსი, რომ ოპოზოციურ დამოკიდებულებას წააწყდეთ თქვენ მიმართ. ვინმემ პირდაპირ შეიძლება მოგახალოთ უსიამოვნო რაღაცები. მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაგდებთ – განწყობა საბრძოლო გაქვთ, შეგიძლიათ კონკურენტის გზიდან ჩამოშორება. თუმცა, არც ის იქნება გასაკვირი, რომ დაუმეგობრდეთ კიდეც. თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს პარადოქსულად მოეჩვენებათ. თქვენ კი, უბრალოდ, შეგიძლიათ სიტუაციის რამდენიმე სვლით წინასწარ გათვლა და შორს მიმავალი გეგმების დაწყობა.ტყუპი: დღეს კამათის განწყობაზე ხართ. მზად ხართ დისკუსიისთვის და საკუთარი აზრის დამტკიცებისთვის ყველასთან. თუნდაც გარშემომყოფები გეთანხმებოდნენ, მაინც მოძებნით საბაბს დავისთვის. მოხერხებულად წამოაგებთ პროვოკაციაზე ირგვლივ მყოფებს მხოლოდ იმისთვის, რომ დაამტკიცოთ – ისინი მართალი არ არიან. ვერავინ ვერაფერს გააწყობს – ასეთი განწყობა გაქვთ დღეს.კირჩხიბი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფრის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გექნებათ, თითქოს ამაზე თქვენი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. ეს ცუდი არ არის, როდესაც საქმე სამუშაოსა და ნამდვილად მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. თუმცა ყოფით საკითხებშიც ასე ჯიქურ იმოქმედებთ და ამის გამო, შესაძლოა, ძალაგამოცლილი დარჩეთ. უნდა გაანაწილოთ პრიორიტეტები და განსაზღვროთ – რომელი საქმე ღირს ამად და რომელი – არა.ლომი: დღეს თქვენს უპირატესობას ყველას აჩვენებთ, თუნდაც ამისკენ არ ისწრაფვოდეთ – ბევრ საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ხართ ენერგიული, მტკიცე და მახვილი გონებით, რისი წყალობითაც ყველაზე ჩახლართული საქმეების გადაწყვეტა შეგიძლიათ. შესაძლოა, გარშემომყოფებმა იფიქრონ, რომ მათ ზემოდან დაჰყურებთ, მაგრამ ეს ასე არაა და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ეს მისი პრობლემაა.ქალწული: დღეს გაქვთ შანსი, რომ უცნობ თანამოსაუბრეშიც კი სულიერი ნათესავი იპოვოთ. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, გაქვთ ურთიერთობების სურვილი. მხოლოდ ახლობლებთან კონტაქტი არ გყოფნით, ამიტომ ვინმეს გაცნობის ან უკვე ნაცნობის კარგად გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ. ნებისმიერი ადამიანი – ბავშვი, კოლეგა, შემთხვევითი ადამიანი დღეს შეიძლება თქვენთვის გულითადი თანამოსაუბრე გახდეს, რაც შემდეგ ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.სასწორი: დღეს არ უნდა იჩქაროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლებელია შეცდომების დაშვება დაუფიქრებელი ნაბიჯებისა და ყველაფრის სწრაფად გაკეთების სურვილის გამო. თუნდაც მთლიანად დარწმუნებული იყოთ თქვენს გადაწყვეტილებებში, მაინც კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ და უფრო აჯობებს, გადადოთ ეს საქმე. ვითარებამ თქვენ წინაშე შეიძლება მნიშვნელოვანი, საბედისწერო კითხვები დააყენოს, რაც ნიშნავს, რომ არასწორი პასუხი ამ კითხვებზე ასევე დიდი ფასი დაგიჯდებათ.მორიელი: დღეს შეიძლება რამე საკითხში ძალის წარმოჩინება დაგჭირდეთ და ეს საჭირო შედეგს უზრუნველყოფს. ხართ თავდაჯერებული, მტკიცე განწყობით, მშვიდი. ამის წყალობით ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში, სამუშაოს ეხება ეს თუ ოჯახს, პრინციპულობას გამოიჩენთ. ეს პრინციპული პოზიცია და მისი დაცვის უნარი გარშემომყოფებს აიძულებს, გაითვალისწინონ თქვენი აზრი და კომპრომისზე წავიდნენ.მშვილდოსანი: ძალზე ენერგიული ხართ დღეს. ეს უზარმაზარი ენერგია კი უზარმაზარი შესაძლებლობების გასაღებია. დღეს შეგწევთ იმის ძალაც კი, რომ გააკეთოთ ის, რაც აქამდე არარეალური გეგონათ. ნაბიჯი მიზნისკენ, რთული ამოცანის ამოხსნასთან მიახლოება, ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა – ეს ყველაფერი შეგიძლიათ. თქვენ წინაშე თითქოს არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. და საინტერესო ისაა, რომ რაღაცაში მართალიც ხართ.თხის რქა: დიდი სურვილი გაქვთ, მშვიდად იმუშაოთ, მოაგვაროთ თქვენი საქმეები, თუმცა გარშემომყოფები ამის საშუალებას არ მოგცემენ. ყველანაირად ცდილობთ, დაემალოთ და თავი აარიდოთ მათი მხრიდან თქვენს ცხოვრებაში შემოჭრის უცერემონიო მცდელობას, პრეტენზიებს, მოთხოვნებსა თუ თხოვნებს. რისკავთ, რომ დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა დაგიგროვდეთ და ერთი ნაპერწკალი იქნება საკმარისი „ასაფეთქებლად“.მერწყული: დღეს უამრავი ღირებული იდეა და აზრი მოგივათ თავში. გასაკვირი არაა, რომ მათი სხვებისთვის გაზიარება, საერთო „სამსჯავროზე“ გატანა მოგინდეთ. მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებთ, სანერვიულო არაფერია. საკმარისია, თუნდაც ერთი კარგი მსმენელი მოძებნოთ და ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით საუბარში. ეს საშუალებას მოგცემთ, მიიყვანოთ იდეა სრულყოფამდე და დაუმუშავებელი ალმასი მბრწყინავ ბრილიანტად აქციოთ.თევზები: დღეს გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თქვენ გზაზე არ დგანან და ვერანაირად ვერ შეგიშლიან ხელს მუშაობაში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი თავიანთი არაორგანიზებული იერით ცდილობენ საქმეს მოგწყვიტონ. უკმაყოფილებისგან რომ გათავისუფლდეთ, მზად ხართ, უამრავი დრო და ძალა დახარჯოთ ირგვლივ მყოფების „ჭკუაზე მოსაყვანად“. გარშემომყოფებს კი მოეჩვენებათ და პრინციპში, მართლებიც იქნებიან, რომ უსაფუძვლოდ „უკირკიტებთ“ მათ თითოეულ სიტყვასა და საქციელს.
https://sputnik-georgia.com/20230711/zodiaqosxuti-kaskasa-nisani-mati-seyvareba-advilia-279455501.html
https://sputnik-georgia.com/20240112/zodiaqo-sevarciot-canta-profesionalebis-rcevebi-285595840.html
https://sputnik-georgia.com/20181108/sad-imaleba-zodiacos-TiToeuli-niSnis-bednierebis-saidumlo-242842157.html
https://sputnik-georgia.com/20230920/zodiaqos-nisnebi-sxva-rakursit-282447669.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/01/250511961_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7cf62ba721da91067513220277acf228.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 აგვისტო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 14 აგვისტოა, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკურიმფარველობს.
იდეალური დღეა დამოუკიდებელი ბიზნეს–საქმიანობისთვის, საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ფიზიკური აქტიურობისთვის. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებში, რადგან ყველაზე დემოკრატიულმა უფროსმაც კი დღეს შეიძლება ძალაუფლების წყურვილი შეიგრძნოს. ასევე საჭიროა მეტი კონკრეტიკა, აზრის მკაფიოდ გამოხატვა. მაგალითად, მოერიდეთ სიტყვებს: „მგონი“, „ვფიქრობ“, „მიმაჩნია“...
ვერძი: გაქვთ შანსი, რომ დღეს რაღაც ახალსა და საინტერესოს წააწყდეთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება. ეს, შესაძლოა, ადამიანი იყოს, ან ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება, გრძნობა... თვითონაც არ ხართ განწყობაზე, რომ სახლში გულზე ხელდაწყობილი უმოქმედოდ ისხდეთ. წინსვლა გწყურიათ, თქვენ ბედთან შესახვედრად. თქვენი გონება და გული გახსნილი იქნება, ხოლო ცნობისმოყვარეობა თამამი და მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ.
კურო: დღეს არის შანსი, რომ ოპოზოციურ დამოკიდებულებას წააწყდეთ თქვენ მიმართ. ვინმემ პირდაპირ შეიძლება მოგახალოთ უსიამოვნო რაღაცები. მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაგდებთ – განწყობა საბრძოლო გაქვთ, შეგიძლიათ კონკურენტის გზიდან ჩამოშორება. თუმცა, არც ის იქნება გასაკვირი, რომ დაუმეგობრდეთ კიდეც. თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს პარადოქსულად მოეჩვენებათ. თქვენ კი, უბრალოდ, შეგიძლიათ სიტუაციის რამდენიმე სვლით წინასწარ გათვლა და შორს მიმავალი გეგმების დაწყობა.
ტყუპი: დღეს კამათის განწყობაზე ხართ. მზად ხართ დისკუსიისთვის და საკუთარი აზრის დამტკიცებისთვის ყველასთან. თუნდაც გარშემომყოფები გეთანხმებოდნენ, მაინც მოძებნით საბაბს დავისთვის. მოხერხებულად წამოაგებთ პროვოკაციაზე ირგვლივ მყოფებს მხოლოდ იმისთვის, რომ დაამტკიცოთ – ისინი მართალი არ არიან. ვერავინ ვერაფერს გააწყობს – ასეთი განწყობა გაქვთ დღეს.
კირჩხიბი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფრის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გექნებათ, თითქოს ამაზე თქვენი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. ეს ცუდი არ არის, როდესაც საქმე სამუშაოსა და ნამდვილად მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. თუმცა ყოფით საკითხებშიც ასე ჯიქურ იმოქმედებთ და ამის გამო, შესაძლოა, ძალაგამოცლილი დარჩეთ. უნდა გაანაწილოთ პრიორიტეტები და განსაზღვროთ – რომელი საქმე ღირს ამად და რომელი – არა.
ლომი: დღეს თქვენს უპირატესობას ყველას აჩვენებთ, თუნდაც ამისკენ არ ისწრაფვოდეთ – ბევრ საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ხართ ენერგიული, მტკიცე და მახვილი გონებით, რისი წყალობითაც ყველაზე ჩახლართული საქმეების გადაწყვეტა შეგიძლიათ. შესაძლოა, გარშემომყოფებმა იფიქრონ, რომ მათ ზემოდან დაჰყურებთ, მაგრამ ეს ასე არაა და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ეს მისი პრობლემაა.
ქალწული: დღეს გაქვთ შანსი, რომ უცნობ თანამოსაუბრეშიც კი სულიერი ნათესავი იპოვოთ. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, გაქვთ ურთიერთობების სურვილი. მხოლოდ ახლობლებთან კონტაქტი არ გყოფნით, ამიტომ ვინმეს გაცნობის ან უკვე ნაცნობის კარგად გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ. ნებისმიერი ადამიანი – ბავშვი, კოლეგა, შემთხვევითი ადამიანი დღეს შეიძლება თქვენთვის გულითადი თანამოსაუბრე გახდეს, რაც შემდეგ ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.
სასწორი: დღეს არ უნდა იჩქაროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლებელია შეცდომების დაშვება დაუფიქრებელი ნაბიჯებისა და ყველაფრის სწრაფად გაკეთების სურვილის გამო. თუნდაც მთლიანად დარწმუნებული იყოთ თქვენს გადაწყვეტილებებში, მაინც კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ და უფრო აჯობებს, გადადოთ ეს საქმე. ვითარებამ თქვენ წინაშე შეიძლება მნიშვნელოვანი, საბედისწერო კითხვები დააყენოს, რაც ნიშნავს, რომ არასწორი პასუხი ამ კითხვებზე ასევე დიდი ფასი დაგიჯდებათ.
მორიელი: დღეს შეიძლება რამე საკითხში ძალის წარმოჩინება დაგჭირდეთ და ეს საჭირო შედეგს უზრუნველყოფს. ხართ თავდაჯერებული, მტკიცე განწყობით, მშვიდი. ამის წყალობით ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში, სამუშაოს ეხება ეს თუ ოჯახს, პრინციპულობას გამოიჩენთ. ეს პრინციპული პოზიცია და მისი დაცვის უნარი გარშემომყოფებს აიძულებს, გაითვალისწინონ თქვენი აზრი და კომპრომისზე წავიდნენ.
მშვილდოსანი: ძალზე ენერგიული ხართ დღეს. ეს უზარმაზარი ენერგია კი უზარმაზარი შესაძლებლობების გასაღებია. დღეს შეგწევთ იმის ძალაც კი, რომ გააკეთოთ ის, რაც აქამდე არარეალური გეგონათ. ნაბიჯი მიზნისკენ, რთული ამოცანის ამოხსნასთან მიახლოება, ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა – ეს ყველაფერი შეგიძლიათ. თქვენ წინაშე თითქოს არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. და საინტერესო ისაა, რომ რაღაცაში მართალიც ხართ.
თხის რქა: დიდი სურვილი გაქვთ, მშვიდად იმუშაოთ, მოაგვაროთ თქვენი საქმეები, თუმცა გარშემომყოფები ამის საშუალებას არ მოგცემენ. ყველანაირად ცდილობთ, დაემალოთ და თავი აარიდოთ მათი მხრიდან თქვენს ცხოვრებაში შემოჭრის უცერემონიო მცდელობას, პრეტენზიებს, მოთხოვნებსა თუ თხოვნებს. რისკავთ, რომ დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა დაგიგროვდეთ და ერთი ნაპერწკალი იქნება საკმარისი „ასაფეთქებლად“.
20 სექტემბერი 2023, 14:00
მერწყული: დღეს უამრავი ღირებული იდეა და აზრი მოგივათ თავში. გასაკვირი არაა, რომ მათი სხვებისთვის გაზიარება, საერთო „სამსჯავროზე“ გატანა მოგინდეთ. მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებთ, სანერვიულო არაფერია. საკმარისია, თუნდაც ერთი კარგი მსმენელი მოძებნოთ და ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით საუბარში. ეს საშუალებას მოგცემთ, მიიყვანოთ იდეა სრულყოფამდე და დაუმუშავებელი ალმასი მბრწყინავ ბრილიანტად აქციოთ.
თევზები: დღეს გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თქვენ გზაზე არ დგანან და ვერანაირად ვერ შეგიშლიან ხელს მუშაობაში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი თავიანთი არაორგანიზებული იერით ცდილობენ საქმეს მოგწყვიტონ. უკმაყოფილებისგან რომ გათავისუფლდეთ, მზად ხართ, უამრავი დრო და ძალა დახარჯოთ ირგვლივ მყოფების „ჭკუაზე მოსაყვანად“. გარშემომყოფებს კი მოეჩვენებათ და პრინციპში, მართლებიც იქნებიან, რომ უსაფუძვლოდ „უკირკიტებთ“ მათ თითოეულ სიტყვასა და საქციელს.