გამოქვეყნდა სტუდენტების საგრანტო კონკურსის შედეგები

© photo: Sputnikთსუ
თსუ - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2024
გამოწერა
წელს საგრანტო კონკურსში 3 ათასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა, ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოჩნდა.
საგრანტო კონკურსში 3 ათასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. მასში მონაწილეობა მიიღეს იმ სტუდენტებმა, ვისაც დაფინანსების მოპოვება და მისი გაზრდა სურდა. სავალდებულო პირობა - კონკურსანტი მოქმედი სტუდენტი უნდა იყოს.
შედეგების სანახავად სტუდენტი უნდა შევიდეს შედეგების გვერდზე– https://online.naec.ge/ueereg/Stud/studDefault.aspx .
შესაბამის ველში სტუდენტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათზე მითითებული).
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 3 ათასზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 10 ათასზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის – 18,9 ათასამდე აპლიკანტი.
ყველა ახალი ამბავი
0