საქართველოში რამდენ ადამიანს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

© photo: Sputnik / Stringerპასპორტი
პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2024
გამოწერა
საქართველოში 1-ელი ივლისიდან ძველი ტიპის პირადობის მოწმობები გაუქმდა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს 240.933 სრულწლოვანი მოქალაქე პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე ცხოვრობს, ნათქვამია სადეპუტატო შეკითხვის პასუხად საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეები პირველ პირადობის მოწმობას 14 წლის ასაკში იღებენ. საქართველოში ისინი ელექტრონულია და იძლევა ელექტრონული ხელმოწერით სარგებლობის, ინტერნეტის საშუალებით პირის იდენტიფიცირებისა და თუნდაც სომხეთსა და თურქეთში პასპორტის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობას.
გავრცელებული ინფორმაციით, არც პასპორტი და არც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს ქვეყნის 929.386 მოქალაქეს, საიდანაც 688.393 - არასრულწლოვანია.
ამასთან, პირადობის მოწმობა აქვს ქვეყნის 3.305,212 მოქალაქეს, პასპორტი კი 447.794-ს.
ყველა მოწმობას, რომლებიც მოქალაქეებმა და ბინადრობის მოწმობის მქონე პირებმა მიიღეს ახალი ტიპის პირადობის მოწმობების (ID-ბარათის) გაცემის დაწყებამდე, 2011 წლის 28 ივლისამდე, მოქმედების ვადა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუუქმდა.
2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწმობების მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები გაიცემა, თუ მოქალაქე, რომელიც საკუთარი შეხედულებების გამო უარს ამბობს ID-ბარათზე, წარადგენს ქრისტიანული რელიგიის მიმდევრობის დამადასტურებულ დოკუმენტს.
ID-ბარათით შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით, დისტანციურად პირის იდენტიფიცირება. გარდა ამისა, ის ციფრული ხელმოწერის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ელექტრონულ დოკუმენტებზე, რომლებსაც იურიდიული ძალა აქვს საქართველოში, გარდა ამისა, შესაძლებელს ხდის თურქეთსა და სომხეთში, ასევე უკრაინაში თვითმფრინავით ვიზიტისას დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე გამგზავრებას.
ყველა ახალი ამბავი
0