https://sputnik-georgia.com/20240806/sarjveladzem-daasaxela-tanxa-romlis-gamokopazec-ashsh-uari-ganacxada-289351079.html
ჯანდაცვის მინისტრმა დაასახელა თანხა, რომლის NCDC-სთვის გამოყოფაზეც თქვა უარი აშშ-მ
ჯანდაცვის მინისტრმა დაასახელა თანხა, რომლის NCDC-სთვის გამოყოფაზეც თქვა უარი აშშ-მ
Sputnik საქართველო
სარჯველაძემ ასევე უარყო განცხადებები ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაძლო დახურვის შესახებ 06.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-06T16:43+0400
2024-08-06T16:43+0400
2024-08-06T16:43+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აშშ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966551_0:184:1842:1221_1920x0_80_0_0_d316469920f923497f0ed30d1000f681.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) აშშ-ის მხრიდან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის ოდენობის დახმარება შეუწყდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.გუშინ, ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი აშშ-ის ფინანსური დახმარების გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე გამოაცხადა, საქართველოს მთავრობას 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას უჩერებს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თბილისის „ანტიდემოკრატიული და ტყუილის შემცველი განცხადებები“ არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.მინისტრმა ასევე უარყო განცხადებები ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაძლო დახურვის შესახებ და მათ უპასუხისმგებლო უწოდა. უფრო მეტიც, მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას ყურადღება ჯერ კიდევ 2015 წელს მიაქცია და განაცხადა, რომ ამ დაწესებულებაში აშშ-ის სახმელეთო ჯარის სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი მოქმედებს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლაა.მოსკოვის აზრით, ამერიკული და ქართული ხელისუფლება ყველანაირად ცდილობენ დამალონ აშშ-ის არმიის ამ ქვედანაყოფის კვლევების არსი.ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ეჭვების საფუძველი მისი არასამართლებრივი მოქმედებების შესახებ არ არსებობს. ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ შესთავაზა რუს მეცნიერებს ჩამოსვლა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიის საქმიანობას და დარწმუნდნენ, რომ აქ სარისკო არაფერი ხდება.ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თუ ლუგარის ლაბორატორია მუშაობას შეაჩერებს, შეიქმნება სერიოზული პრობლემა როგორც კვლევების და ბიოუსაფრთხოების კუთხით, ჯანდაცვის სფეროში.ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ – შსს-ს, ამჟამად კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966551_294:154:1716:1221_1920x0_80_0_0_32d626d94f6db385b5f471fc50fc2a80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრმა დაასახელა თანხა, რომლის NCDC-სთვის გამოყოფაზეც თქვა უარი აშშ-მ
სარჯველაძემ ასევე უარყო განცხადებები ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაძლო დახურვის შესახებ
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) აშშ-ის მხრიდან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის ოდენობის დახმარება შეუწყდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.
გუშინ, ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი აშშ-ის ფინანსური დახმარების გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე გამოაცხადა, საქართველოს მთავრობას 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას უჩერებს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თბილისის „ანტიდემოკრატიული და ტყუილის შემცველი განცხადებები“ არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
„საუბარი შეიძლება შეეხებოდეს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარს. ბუნებრივია, ამაზე შეფასება იქნება საჭირო, შესაძლოა, ეს ციფრიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა”,- აღნიშნა სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე უარყო განცხადებები ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაძლო დახურვის შესახებ და მათ უპასუხისმგებლო უწოდა. უფრო მეტიც, მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას ყურადღება ჯერ კიდევ 2015 წელს მიაქცია და განაცხადა, რომ ამ დაწესებულებაში აშშ-ის სახმელეთო ჯარის სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი მოქმედებს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლაა.
მოსკოვის აზრით, ამერიკული და ქართული ხელისუფლება ყველანაირად ცდილობენ დამალონ აშშ-ის არმიის ამ ქვედანაყოფის კვლევების არსი.
ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ეჭვების საფუძველი მისი არასამართლებრივი მოქმედებების შესახებ არ არსებობს. ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ შესთავაზა რუს მეცნიერებს ჩამოსვლა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიის საქმიანობას და დარწმუნდნენ, რომ აქ სარისკო არაფერი ხდება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თუ ლუგარის ლაბორატორია მუშაობას შეაჩერებს, შეიქმნება სერიოზული პრობლემა როგორც კვლევების და ბიოუსაფრთხოების კუთხით, ჯანდაცვის სფეროში.
ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ – შსს-ს, ამჟამად კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.