საქართველოს მთავრობამ ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობას ფუნქცია მოუძებნა

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის პარლამენტის შენობა
ქუთაისის პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2024
გამოწერა
ტექნოლოგიური ცენტრის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად 12 მილიონი ლარი გამოიყოფა.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
ტექნოლოგიური ცენტრის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სისტემაში შემავალ სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ქალაქ ქუთაისში მდებარე ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლისთვის“, - ნათქვამია განკარგულებაში.
ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად 2009 წლის 24 სექტემბერს გამოცხადდა და კონსტიტუციის 48-ე მუხლში შესაბამისი ცვლილებაც შევიდა. პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის 133.700,000 ლარი დაიხარჯა. შენობა კი ესპანური კომპანიის CMD Ingenieros პროექტით აშენდა.
პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ამოქმედდა ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ - ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც 2018 წელს „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისიდან კვლავ თბილისში დააბრუნა.
ყველა ახალი ამბავი
0