https://sputnik-georgia.com/20240805/2024-wlis-pirvel-naxevarshi-avariis-shedegad-189-adamiani-gardaicvala-289325715.html
სიკვდილიანობა გზებზე: მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ავარიებმა 189 ადამიანი იმსხვერპლა
სიკვდილიანობა გზებზე: მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ავარიებმა 189 ადამიანი იმსხვერპლა
Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. 05.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-05T10:29+0400
2024-08-05T10:29+0400
2024-08-05T10:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 189 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ოთხი ბავშვია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 2.961 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 189 ადამიანი დაიღუპა, 3.356 კი დაშავდა.ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. აღნიშნულ რეგიონებზე საქართველოში მომხდარი ავარიების თითქმის 70% მოდის.ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც 94 ავარიაში დაიღუპა 15 და დაშავდა 137 ადამიანი.ავარიების სახეობებიავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება – 759 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 41 და დაშავდა 1.246 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითად მოსიარულეზე შეჯახება – 798 ავარიის შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 824 ადამიანი.მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა მოტოციკლის მონაწილეობით. ამ მიზეზით მომხდარი 377 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 359 ადამიანი.ავარიების უმეტესობაში მოტოციკლები და მსუბუქი ავტომობილები დომინირებენ, ავარიების ყველაზე ნაკლები რაოდენობა კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის - მხოლოდ 8%.ავარიების მიზეზებიავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლა, მესამეზე კი გადასასვლელზე გავლა/გადასვლის წესის დარღვევა.ავტოავარიების მიზეზების ხუთეულშია ასევე დისტანციის დაუცველობა და არასწორი მოხვევის მანევრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სიკვდილიანობა გზებზე: მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ავარიებმა 189 ადამიანი იმსხვერპლა
ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 189 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ოთხი ბავშვია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 2.961 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 189 ადამიანი დაიღუპა, 3.356 კი დაშავდა.
ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. აღნიშნულ რეგიონებზე საქართველოში მომხდარი ავარიების თითქმის 70% მოდის.
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც 94 ავარიაში დაიღუპა 15 და დაშავდა 137 ადამიანი.
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება – 759 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 41 და დაშავდა 1.246 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითად მოსიარულეზე შეჯახება – 798 ავარიის შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 824 ადამიანი.
მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა მოტოციკლის მონაწილეობით. ამ მიზეზით მომხდარი 377 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 359 ადამიანი.
ავარიების უმეტესობაში მოტოციკლები და მსუბუქი ავტომობილები დომინირებენ, ავარიების ყველაზე ნაკლები რაოდენობა კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის - მხოლოდ 8%.
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლა, მესამეზე კი გადასასვლელზე გავლა/გადასვლის წესის დარღვევა.
ავტოავარიების მიზეზების ხუთეულშია ასევე დისტანციის დაუცველობა და არასწორი მოხვევის მანევრი.