https://sputnik-georgia.com/20240804/policiam-guriashi-ori-piri-daakava-289325891.html
ქურდული გარჩევვები და გადახდილი 5 ათასი ლარი ათასი: პოლიცამ ორი ახალგაზრდა დააკავა
ქურდული გარჩევვები და გადახდილი 5 ათასი ლარი ათასი: პოლიცამ ორი ახალგაზრდა დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 04.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-04T14:13+0400
2024-08-04T14:13+0400
2024-08-04T14:13+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა გურიაში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.წარსულში ნასამართლევი 25 წლამდე მამაკაცი, მეტსახელად „ჯავა“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზეა დაკავებულია, ხოლო წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 23 წლის მამაკაცი - „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე.გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა ბრალდებულებისთვის. მათ მატერიალური სარგებლის მიღებისა და ,,ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს დაზარალებულისთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც მისი ნათესავიც ესწრებოდა.ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მეტსახელად „ჯავამ” საქმეში ერთ-ერთი „კანონიერ ქურდი“ ჩართო და ,,ქურდული გარჩევის“ შედეგად დაზარალებულს განსაზღვრულ დროში 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც შემდგომ მისმა ნათესავმა გადაიხადა.გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ქურდული გარჩევვები და გადახდილი 5 ათასი ლარი ათასი: პოლიცამ ორი ახალგაზრდა დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა გურიაში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
წარსულში ნასამართლევი 25 წლამდე მამაკაცი, მეტსახელად „ჯავა“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზეა დაკავებულია, ხოლო წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 23 წლის მამაკაცი - „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა ბრალდებულებისთვის. მათ მატერიალური სარგებლის მიღებისა და ,,ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს დაზარალებულისთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც მისი ნათესავიც ესწრებოდა.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მეტსახელად „ჯავამ” საქმეში ერთ-ერთი „კანონიერ ქურდი“ ჩართო და ,,ქურდული გარჩევის“ შედეგად დაზარალებულს განსაზღვრულ დროში 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც შემდგომ მისმა ნათესავმა გადაიხადა.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.