ქობულეთში მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2024
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მძღოლებს შორის ურთიერთდაპირისპირების მიზეზი
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცენტრში მომხდარ შელაპარაკებას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „აჭარის ტელევიზია".
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქალაქო მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა.
ადგილზე მისულ „სასწრაფო დახმარების" ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0