ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება

© courtesy of Tengiz Tsertsvadzeთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2024
გამოწერა
თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძოს სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში 1 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.
„თენგიზ ცერცვაძე იყო აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ძალისხმევით, ქვეყანამ შეძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს", - ნათქვამია განცხადებაში.
2009 წელს, მისი ხელმძღვანელობით, ცენტრმა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.
თენგიზ ცერცვაძე იყო ასევე საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.
იგი იყო ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, შიდსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
თენგიზ ცერცვაძეს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ღირსების ორდენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. მას ასევე 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0