https://sputnik-georgia.com/20240804/dges-shuamtobas-zeimoben-289328395.html
დღეს აჭარაში სახალხო ზეიმი „შუამთობა" იმართება
დღეს აჭარაში სახალხო ზეიმი „შუამთობა" იმართება
Sputnik საქართველო
„შუამთობა“ ძველი აჭარული სახალხო დღესასწაულია. ტრადიციისამებრ, ამ დღეს იმართება დოღი, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება, კონცერტი. 04.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-04T17:49+0400
2024-08-04T17:49+0400
2024-08-04T17:49+0400
საქართველო
აჭარა
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23688/20/236882084_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_6e6a282c3a315c9d8085e16cf07fab17.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტია მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.აჭარის მაღალმთიანეთში ტრადიციული სახალხო ზეიმი „შუამთომა“ ყოველწლიურად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას კურორტ ბეშუმში იმართება. მასში ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს.მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონის განვითარებას ემსახურება.მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მთის განვითარებაზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია და ეს მომავალშიც გაგრძელდება.„უკვე ჩამოითვალა არაერთი პროექტი,.მათ შორის ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.აჭარის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შუამთობა არის ოჯახის წევრების, მეგობრების, თანასოფლელების, მთისა და ბარის ერთიანობის დღე.დღეს, ღონისძიების ფარგლებში, ბეშუმში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.შუამთობა -2024სახალხო დღესასწაული ოფიცლიალურად 12 საათზე გაიხსნა და მასში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, საქართველოს პირველმა პირებმაც მიიღეს მონაწილეობა.სახალხო დღესასწაულზე სტუმრებს საკუთარ შემოქმდებს წარმოუდგენენ უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა" და ვოკალური ანსამბლი „ხულო“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“, ფოლკლორული ანსამბლი „ ციცინათელა“, ჯგუფები, ურსა, ბანი, ქუჩის ბიჭები.დღესასწაულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დოღი, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი.„შუამთობაზე" გაიმართება საპატიო ხულოელების დაჯილდოებაც.„შუამთობას“ ფესვები საუკუნეებში აქვს გადგმული. ზუსტად არავინ იცის, როდის ჩატარდა პირველად „შუამთობა“ აჭარის მაღალმთიანეთში. სამაგიეროდ კარგად არის ცნობილი, რომ დღესასწაული არა მარტო მთიანი აჭარის მოსახლეობისთვის, არამედ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის ყველა მცხოვრებისთვის საერთოა და მთიელი ხალხის ყველაზე საუკეთესო მისწრაფება, მიდრეკილებაა მასში ჩაქსოვილი.საუკუნეებია დღესასწაული მთაში ყოფნის შუა პერიოდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდება მას „შუამთობა”.ბეშუმი პოპულარულია როგორც სტუმრებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ის გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1930 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის თავისებურებაა ძალზე სუფთა, გამჭვირვალე ჰაერი. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ბრონქული ასთმით და, ზოგადად, სასუნთქი გზების დაავადების მქონე ადამიანებისთვის.ბეშუმში საკურორტო სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და სექტემბრის დასაწყისში მთავრდება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23688/20/236882084_57:0:945:666_1920x0_80_0_0_d135997e50251e23f41ab399efb008ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
დღეს აჭარაში სახალხო ზეიმი „შუამთობა" იმართება
„შუამთობა“ ძველი აჭარული სახალხო დღესასწაულია. ტრადიციისამებრ, ამ დღეს იმართება დოღი, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება, კონცერტი.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტია მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.
აჭარის მაღალმთიანეთში ტრადიციული სახალხო ზეიმი „შუამთომა“ ყოველწლიურად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას კურორტ ბეშუმში იმართება. მასში ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონის განვითარებას ემსახურება.
„ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მთიანეთზე, ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება აუცილებლად მომავალშიც,", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მთის განვითარებაზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
„უკვე ჩამოითვალა არაერთი პროექტი,.მათ შორის ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აჭარის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შუამთობა არის ოჯახის წევრების, მეგობრების, თანასოფლელების, მთისა და ბარის ერთიანობის დღე.
„ასეთი დღესასწაულები არის ჩვენი კულტურული იდენტობის გული. ეს მთები კი არის ჩვენი კულტურული იდენტობის შენარჩუნების კერა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ასეთი დღესასწაულები, სადაც ყველა ერთად, მთელი საქართველო აღვნიშნავთ ჩვენს ერთიანობას, ჩვენს ერთად ყოფნას, ტრადიციებს, კულტურას”, -განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს, ღონისძიების ფარგლებში, ბეშუმში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
სახალხო დღესასწაული ოფიცლიალურად 12 საათზე გაიხსნა და მასში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, საქართველოს პირველმა პირებმაც მიიღეს მონაწილეობა.
სახალხო დღესასწაულზე სტუმრებს საკუთარ შემოქმდებს წარმოუდგენენ უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა" და ვოკალური ანსამბლი „ხულო“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“, ფოლკლორული ანსამბლი „ ციცინათელა“, ჯგუფები, ურსა, ბანი, ქუჩის ბიჭები.
დღესასწაულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დოღი, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი.
„შუამთობაზე" გაიმართება საპატიო ხულოელების დაჯილდოებაც.
„შუამთობას“ ფესვები საუკუნეებში აქვს გადგმული. ზუსტად არავინ იცის, როდის ჩატარდა პირველად „შუამთობა“ აჭარის მაღალმთიანეთში. სამაგიეროდ კარგად არის ცნობილი, რომ დღესასწაული არა მარტო მთიანი აჭარის მოსახლეობისთვის, არამედ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის ყველა მცხოვრებისთვის საერთოა და მთიელი ხალხის ყველაზე საუკეთესო მისწრაფება, მიდრეკილებაა მასში ჩაქსოვილი.
საუკუნეებია დღესასწაული მთაში ყოფნის შუა პერიოდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდება მას „შუამთობა”.
ბეშუმი პოპულარულია როგორც სტუმრებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ის გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1930 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის თავისებურებაა ძალზე სუფთა, გამჭვირვალე ჰაერი. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ბრონქული ასთმით და, ზოგადად, სასუნთქი გზების დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
ბეშუმში საკურორტო სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და სექტემბრის დასაწყისში მთავრდება.