დანაშაული საქართველოში: მონაცემები განახლდა

© press-service of the Ombudsmanგლდანის ციხე
გლდანის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2024
გამოწერა
2024 წლის ექვს თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი დანაშაულების მაჩვენებელი, როგორიცაა სიცოცხლის მოსპობა ან გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანება, სექსუალური დანაშაული, თვალთვალი, მუქარა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი წლის მანძილზე 0,83%-ით შემცირდა, დანაშაულის საერთო რაოდენობამ 26,8 ათასი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში ჩადენილი 26.833 დანაშაულიდან გახსნილია საქმეების 62,5%.
დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთი დანაშაულების გამოვლენაში, როგორიცაა მკვლელობა, მძევლების აყვანა, იძულება, მუქარა, კრიმინალური სამყაროს წევრობა, მისი მხარდაჭერა და დაფინანსება, ასევე ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები.
შსს-ს ცნობით, 2024 წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი დანაშაულების მაჩვენებელი, როგორიცაა სიცოცხლის მოსპობა ან გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანება, სექსუალური დანაშაული, თვალთვალი, მუქარა.
მრავალი წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა უკანონო აბორტები, სახელმწიფო ჯილდოების ყიდვა-გაყიდვა, ბავშვით ვაჭრობა, ფსიქოტროპული პრეპარატების შესაძენად რეცეპტების ფალსიფიკაცია.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული:
ქურდობა – 7 051
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული – 3 044
მუქარა – 2 302
ოჯახური ძალადობა – 2 016
ძალადობა – 1 699.
გარდა ამისა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში დაფიქსირდა მკვლელობის 34, გაუპატიურების 105, თავისუფლების უკანონო აღკვეთის 51, ადამიანებით ვაჭრობის 6 და არაადამიანური მოპყრობის 15 შემთხვევა.
ყველა ახალი ამბავი
0