ერთიანი ეროვნული გამოცდები: გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები

© photo: The Prosecution Service of Georgia / FBგამოცდები
გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2024
გამოწერა
ყველა საგანში გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.
თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსურის ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
შედეგების გამოქვეყნება 5 აგვისტოდან უცხოური ენის შედეგით განახლდება. აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა 26 ივლისს ფიზიკაში ჩააბარეს - ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
პირველადი მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების დაახლოებით 93% გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - 71%, საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო აპლიკანტთა 79%-მა, ხოლო მასწავლებელთა გამოცდაში - 84%-მა.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
ყველა ახალი ამბავი
0