https://sputnik-georgia.com/20240802/saqartvelosi-tyus-ukanono-gacxevisa-dasaxerxebis-gamo-sasjeli-mnisvnelovnad-gamkacrdeba-289297828.html
საქართველოში ტყის უკანონო გაჩეხვისა და სახერხებისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდება
საქართველოში ტყის უკანონო გაჩეხვისა და სახერხებისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდება
Sputnik საქართველო
ტყის უკანონო ჭრა და უკანონო სახერხები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევებია. 02.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-02T12:58+0400
2024-08-02T12:58+0400
2024-08-02T12:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს მთავრობა
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები წარუდგინა, რომლებიც ქვეყანაში უკანონო სახერხი საამქროებისა და ტყეების გაჩეხვისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს ითვალისწინებს.ტყის უკანონო ჭრა და უკანონო სახერხები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევებია. მხოლოდ ივნისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირების და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 156 ფაქტი გამოვლინდა.ახალი მუხლი იქმნება სახერხის ტერიტორიაზე მრგვალი არამარკირებული მასალის განთავსების შემთხვევაში. ეს ამ დრომდე ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯებოდა, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. დიდი ოდენობის ამოღების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.სანქცია მკაცრდება ხეტყის უკანონო გაჩეხა-დამზადებაზე. სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით უკანონო ჭრისთვის 5-დან 7 წლამდე საპატიმრო სასჯელი დაწესდება. გამკაცრება შეეხება ხის მასალის უკანონო ტრანსპორტირებასაც - აქ სასჯელი 3-5 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს და სამი მოსმენის შემდეგ ძალაში შევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს მთავრობა , ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს მთავრობა , ირაკლი კობახიძე
საქართველოში ტყის უკანონო გაჩეხვისა და სახერხებისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდება
ტყის უკანონო ჭრა და უკანონო სახერხები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევებია.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები წარუდგინა, რომლებიც ქვეყანაში უკანონო სახერხი საამქროებისა და ტყეების გაჩეხვისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს ითვალისწინებს.
ტყის უკანონო ჭრა და უკანონო სახერხები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევებია. მხოლოდ ივნისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირების და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 156 ფაქტი გამოვლინდა.
„ტყე არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ტყე არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ და სწორედ ამას ემსახურება ის პრევენციული ზომები, რომელიც დამუშავდა და შესაბამის კანონებში აისახება“, - აღნიშნა პრემიერმა.
ახალი მუხლი იქმნება სახერხის ტერიტორიაზე მრგვალი არამარკირებული მასალის განთავსების შემთხვევაში. ეს ამ დრომდე ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯებოდა, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. დიდი ოდენობის ამოღების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.
სანქცია მკაცრდება ხეტყის უკანონო გაჩეხა-დამზადებაზე. სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით უკანონო ჭრისთვის 5-დან 7 წლამდე საპატიმრო სასჯელი დაწესდება. გამკაცრება შეეხება ხის მასალის უკანონო ტრანსპორტირებასაც - აქ სასჯელი 3-5 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.
ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს და სამი მოსმენის შემდეგ ძალაში შევა.