უფრო სწრაფი და უსაფრთხო - კახეთის ავტობანზე ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი გაიხსნა

© Courtesy of Roads Department of Georgiaბაკურციხე-წნორის მონაკვეთი
ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2024
გამოწერა
კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გზების მშენებლობა სამჯერ გაიზარდა
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი (16,6 კმ), რომელიც მიდის საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან, გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და სამჯერ შეამცირებს მგზავრობის დროს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი გზის გახსნის ცერემონიაზე.
ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი არის კახეთის რეგიონის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი) ერთ-ერთი მთავარი საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც გადის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე და ხასიათდება სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით.
შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდა და ის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი–აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზის ახალი მონაკვეთი გახდა.
„ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, სამჯერ შეამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
აშენდა 18 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის ორზოლიანი მაგისტრალური გზა, 6 ხიდითა და გარე განათების სისტემით, სადაც, საქართველოში პირველად, გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს: ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს, აღნიშნა პრემიერმა.
ამიერიდან ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. სატრანსპორტო ნაკადები გადაინაცვლებს ბაკურციხე-წნორის მაგისტრალურ გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტს.
კობახიძის თქმით, 2021 წელს საბიუჯეტო დაფინანსებით კახეთის მაგისტრალური გზის 35-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. 2023 წელს ტრანსპორტისთვის ამ მონაკვეთის 4 კილომეტრი გაიხსნა. დანარჩენ მონაკვეთებზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ბაკურციხე-წნორის ახალი გზა ამ მაგისტრალის და ზოგადად საერთაშორისო მარშრუტის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მაგისტრალური გზების მშენებლობა 3-ჯერ გაიზარდა, ტემპები სამჯერ არის გაზრდილი - თუ 2012 წლისთვის აშენებული იყო 68 კმ, 2012 წლიდან დღემდე აშენებულია 232 კმ მაგისტრალური გზა“, - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, მხოლოდ 2024 წელს ჯამში 90 კმ მაგისტრალური გზა გაიხსნება, რაც იმაზე მეტია, ვიდრე 2012 წლამდე, მთელი იმ წლების განმავლობაში აშენდა და გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0