https://sputnik-georgia.com/20240731/sazgvao-sezoni-acharashi-aqtiurad-midis-rijvadze-289270918.html
საზღვაო სეზონი აჭარაში: რეგიონს 1,3 მლნ ადამიანზე მეტი ეწვია
საზღვაო სეზონი აჭარაში: რეგიონს 1,3 მლნ ადამიანზე მეტი ეწვია
Sputnik საქართველო
ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად 10 ივნისს გაიხსნა. 31.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-31T20:14+0400
2024-07-31T20:14+0400
2024-07-31T20:14+0400
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
აჭარის მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277552_0:0:3069:1727_1920x0_80_0_0_3e8086f5cf449492e1f28155e050af3a.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს - ვიზიტორთა რაოდენობამ უკვე 1,3 მილიონს გადააჭარბა, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია ზაფხულის სეზონზე. რეგიონი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებით.მთავრობის სხდომაზე რიჟვაძე ბათუმში საცობებისა და საპარკინგე ადგილების ნაკლებობის საკითხს შეეხო. მისი თქმით, ახალ საპარკინგე სივრცეებზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1000-ზე მეტი ავტომობილისთვის სექტემბრის ბოლომდე უფასოდ იქნება დათმობილი.„ამგვარად, მიმდინარე საზღვაო ტურისტულ სეზონზე ბათუმს 1000 ახალი საპარკინგე ადგილი დაემატება. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ახალი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების განვითარებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის“, - აღნიშნა მან.რაც შეეხება საცობებს, რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ ბათუმის შემოვლითი გზის გახსნა საცობებით გამოწვეულ დისკომფორტს მინიმუმამდე შეამცირებს.ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. დაგეგმილია 14 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 20 სახიდე გადასასვლელის და 5 გვირაბის მშენებლობა. ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.ამჟამად ერთადერთი გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.პროექტის შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად აჭარის საკურორტო ზონაში საცობებს განტვირთავს, რაც სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.საზღვაო სეზონიბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად 10 ივნისს გაიხსნა. აჭარის მთელ სანაპიროზე მოწყობილია პლაჟები, სადაც მაშველები უზრუნველყოფენ დამსვენებლების უსაფრთხოებას. წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სეზონს სრულიად განახლებული სამაშველო აღჭურვილობით შეხვდნენ.სტაციონარული ლოკაციების გარდა, ისინი ასევე პატრულირებენ პლაჟის ზონას. განსაკუთრებით მკაცრი წესები მოქმედებს შტორმის დროს, როდესაც მაშველები მკაცრად აკვირდებიან, რათა ადამიანები წყალში არ შევიდნენ.2023 წელს აჭარაში შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 4.691,633 შეადგინა, რაც 20%-ით მეტია 2022 წლის და 10,4%-ით მეტი 2019 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277552_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_69b466b65ae70c431b2b2ce2b748b842.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, აჭარის მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, აჭარის მთავრობა , ახალი ამბები
საზღვაო სეზონი აჭარაში: რეგიონს 1,3 მლნ ადამიანზე მეტი ეწვია
ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად 10 ივნისს გაიხსნა.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს - ვიზიტორთა რაოდენობამ უკვე 1,3 მილიონს გადააჭარბა, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.
აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია ზაფხულის სეზონზე. რეგიონი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებით.
„აჭარაში ტურისტული სეზონი ძალიან აქტიურია... რაც შეეხება მიმდინარე საზღვაო ტურისტულ სეზონს, უკვე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1,3 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 8%-ით მეტია“, - განაცხადა რიჟვაძემ.
მთავრობის სხდომაზე რიჟვაძე ბათუმში საცობებისა და საპარკინგე ადგილების ნაკლებობის საკითხს შეეხო. მისი თქმით, ახალ საპარკინგე სივრცეებზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1000-ზე მეტი ავტომობილისთვის სექტემბრის ბოლომდე უფასოდ იქნება დათმობილი.
„ამგვარად, მიმდინარე საზღვაო ტურისტულ სეზონზე ბათუმს 1000 ახალი საპარკინგე ადგილი დაემატება. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ახალი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების განვითარებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება საცობებს, რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ ბათუმის შემოვლითი გზის გახსნა საცობებით გამოწვეულ დისკომფორტს მინიმუმამდე შეამცირებს.
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. დაგეგმილია 14 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 20 სახიდე გადასასვლელის და 5 გვირაბის მშენებლობა. ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
ამჟამად ერთადერთი გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.
პროექტის შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად აჭარის საკურორტო ზონაში საცობებს განტვირთავს, რაც სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად 10 ივნისს გაიხსნა. აჭარის მთელ სანაპიროზე მოწყობილია პლაჟები, სადაც მაშველები უზრუნველყოფენ დამსვენებლების უსაფრთხოებას. წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სეზონს სრულიად განახლებული სამაშველო აღჭურვილობით შეხვდნენ.
სტაციონარული ლოკაციების გარდა, ისინი ასევე პატრულირებენ პლაჟის ზონას. განსაკუთრებით მკაცრი წესები მოქმედებს შტორმის დროს, როდესაც მაშველები მკაცრად აკვირდებიან, რათა ადამიანები წყალში არ შევიდნენ.
2023 წელს აჭარაში შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 4.691,633 შეადგინა, რაც 20%-ით მეტია 2022 წლის და 10,4%-ით მეტი 2019 წლის მაჩვენებელზე.