https://sputnik-georgia.com/20240730/tbilissa-da-regionebshi-narkodanashaulistvis-28-piri-daakaves-289238533.html
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 28 პირი დააკავეს
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 28 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 30.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-30T16:32+0400
2024-07-30T16:32+0400
2024-07-30T16:32+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 19-დან 66 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.გარდა ამისა, პოლიციამ ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები ამოიღო.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 28 პირი დააკავეს
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 19-დან 66 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“ „ალფა პვპ“, „მეტადონი“, „მდმა“, „მეფედრონი“, „ლიზერგიდი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „სუბოტექსი“, „ექსტაზი“, „მეტამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გარდა ამისა, პოლიციამ ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.