https://sputnik-georgia.com/20240730/seqtembridan-air-china-saqartveloshi-prenebs-sheasrulebs-289229338.html
სექტემბრიდან საქართველოს ავიაბაზარზე მეორე ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA შემოდის
სექტემბრიდან საქართველოს ავიაბაზარზე მეორე ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA შემოდის
Sputnik საქართველო
სამომავლოდ ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას პეკინიდან, შანხაიდან და გუანჯოუდან გეგმავს. 30.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-30T10:31+0400
2024-07-30T10:31+0400
2024-07-30T10:31+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_468740677c862f399b8633a6152e8973.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია AIR CHINA ოპერირებას 15 სექტემბრიდან დაიწყებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით BOENG 737-800 ხომალდით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. AIR CHINA-ს წარმომადგენლები ორდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებიან და საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა ჩართულ მხარესთან შეხვედრებს მართავენ.მისი თქმით, სამომავლოდ ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას პეკინიდან, შანხაიდან და გუანჯოუდან გეგმავს.Star Alliance-ის წევრი, 1955 წელს დაარსებული AIR CHINA ჩინეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა.2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48,304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32,853 ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2023 წელთან შედარებით 159.5% შეადგინა.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. 2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_49:0:2780:2048_1920x0_80_0_0_d2316003e1a0494e843f5438366b5ffd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები
სექტემბრიდან საქართველოს ავიაბაზარზე მეორე ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA შემოდის
სამომავლოდ ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას პეკინიდან, შანხაიდან და გუანჯოუდან გეგმავს.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია AIR CHINA ოპერირებას 15 სექტემბრიდან დაიწყებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით BOENG 737-800 ხომალდით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. AIR CHINA-ს წარმომადგენლები ორდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებიან და საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა ჩართულ მხარესთან შეხვედრებს მართავენ.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გვყავდეს ბაზარზე ჩინეთის ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდი, როგორიცაა AIR CHINA. იგი მეორე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს. მათ 905 ხომალდი ჰყავთ ფლოტში, როგორც BOENG-ის, ისე AIRBUS ტიპის ხომალდები", - განაცხაცხადა გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, სამომავლოდ ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას პეკინიდან, შანხაიდან და გუანჯოუდან გეგმავს.
Star Alliance-ის წევრი, 1955 წელს დაარსებული AIR CHINA ჩინეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა.
2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48,304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32,853 ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2023 წელთან შედარებით 159.5% შეადგინა.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. 2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).