ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

© AP Photo / Vahid Salemiმასუდ ფეზეშქიანი
მასუდ ფეზეშქიანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2024
გამოწერა
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაცია, რომელიც გასულ კვირას ირანის პრეზიდენტად აირჩიეს, 30 ივლისს გაიმართება. რეფორმატორმა პოლიტიკოსმა ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და თითქმის 16,4 მილიონი ხმა მიიღო - მისმა კონკურენტმა, კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელმა საიდ ჯალილიმ 13,5 მილიონი ხმა მიიღო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება.
კობახიძე თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა.
საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0