https://sputnik-georgia.com/20240729/zgvis-kurortebze-kvebis-10-obieqtze-sheusabamobebi-gamovlinda-289222396.html
შავიზღვისპირა კურორტებზე კვების 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
შავიზღვისპირა კურორტებზე კვების 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ტურისტულ სეზონზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი 2018 წლიდან ხორციელდება. 29.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-29T14:13+0400
2024-07-29T14:13+0400
2024-07-29T14:13+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
აჭარა
გურია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1d/289223056_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cfeb37de4ffed7539d2bf659e0cf4977.jpg
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. შავიზღვისპირა კურორტებზე 150-მდე შემოწმებული კვების ობიექტიდან ათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, აღნიშნული10 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები როტაციის პრინციპით კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში - გურიასა და აჭარაში - ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში ამოწმებენ.უწყების ცნობით, წინა წლებთან შედარებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, რასაც მოწმობს მომხმარებელთა გამოკითხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური სახელმწიფო კონტროლის შედეგები.სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ტურისტულ სეზონზე როტაციის პრინციპით 2018 წლიდან ახორციელებს.
საქართველო
აჭარა
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1d/289223056_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_4394eb988ac5527cf0289893a4b341fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, აჭარა , გურია , ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, აჭარა , გურია , ახალი ამბები
შავიზღვისპირა კურორტებზე კვების 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
ტურისტულ სეზონზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი 2018 წლიდან ხორციელდება.
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. შავიზღვისპირა კურორტებზე 150-მდე შემოწმებული კვების ობიექტიდან ათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული10 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები როტაციის პრინციპით კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში - გურიასა და აჭარაში - ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში ამოწმებენ.
„შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, მიკვლევადობას“, - აღნიშნულია განცხადებში.
უწყების ცნობით, წინა წლებთან შედარებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, რასაც მოწმობს მომხმარებელთა გამოკითხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური სახელმწიფო კონტროლის შედეგები.
სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ტურისტულ სეზონზე როტაციის პრინციპით 2018 წლიდან ახორციელებს.