https://sputnik-georgia.com/20240728/ziritadi-dargvevebi-saprotesto-aqciebze-bolo-monacelebi-289213300.html
ძირითადი დარღვევები საპროტესტო აქციებზე - ბოლო მონაცემები
ძირითადი დარღვევები საპროტესტო აქციებზე - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
„პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ და „წვრილმანი ხულიგნობა“ ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა ქვეყანაში 28.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-28T15:00+0400
2024-07-28T15:00+0400
2024-07-28T15:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287906485_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_0dc8b4a16b5f76b2206d92c8f5b20203.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის 1.554 და წვრილმანი ხულიგნობის 1.144 ფაქტი დააფიქსირეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.„პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ და „წვრილმანი ხულიგნობა“ საპროტესტო აქციებზე ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა საქართველოში.შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 1.528 პირს, რომელთაგან 55 ქალია, პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის ბრალი წაუყენეს. აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულთა საშუალო ასაკი 18-დან 40 წლამდეა.გარდა ამისა, პოლიციამ ასევე დააკავა 22 არასრულწლოვანი და 60 წელს ზემოთ 15 პირი.რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, აღნიშნულ პერიოდში პოლიციამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 1.144 პირს დააკისრა, მათგან 64 ქალი. წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებულთაგან 24 არასრულწლოვანი, 17 კი 60 წელს ზემოთ პირი იყო.პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევების დიდი ნაწილი საქართველოში ფიქსირდება პროტესტის ეპიცენტრებში - თბილისსა და აჭარაში, ყველაზე ნაკლები კი - გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287906485_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_47711658924710b75ada5151c8447847.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ძირითადი დარღვევები საპროტესტო აქციებზე - ბოლო მონაცემები
„პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ და „წვრილმანი ხულიგნობა“ ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა ქვეყანაში
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის 1.554 და წვრილმანი ხულიგნობის 1.144 ფაქტი დააფიქსირეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ და „წვრილმანი ხულიგნობა“ საპროტესტო აქციებზე ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა საქართველოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 1.528 პირს, რომელთაგან 55 ქალია, პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის ბრალი წაუყენეს. აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულთა საშუალო ასაკი 18-დან 40 წლამდეა.
გარდა ამისა, პოლიციამ ასევე დააკავა 22 არასრულწლოვანი და 60 წელს ზემოთ 15 პირი.
რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, აღნიშნულ პერიოდში პოლიციამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 1.144 პირს დააკისრა, მათგან 64 ქალი. წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებულთაგან 24 არასრულწლოვანი, 17 კი 60 წელს ზემოთ პირი იყო.
პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევების დიდი ნაწილი საქართველოში ფიქსირდება პროტესტის ეპიცენტრებში - თბილისსა და აჭარაში, ყველაზე ნაკლები კი - გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.