მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელი ახალი ომის ზღვარზეა

© AP Photo / Israel Defense Forcesსაბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორში
საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორში - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2024
გამოწერა
28 ივლისის ღამეს ისრაელის ავიაციამ „ჰეზბოლას" რიგ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ისრაელი ლიბანურ შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან" და ლიბანთან ომს მიუახლოვდა, განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა გოლანის მაღლობზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ.
შაბათს, 27 ივლისს გოლანის მაღლობზე მომხდარი საჰაერო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის არიან ბავშვები. ისრაელის ცნობით, რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ისრაელი პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.
„ჩვენ ვუახლოვდებით „ჰეზბოლასთან" და ლიბანთან სრულმასშტაბიანი ომის მომენტს... ჩვენ მათ გადავუხდით სამაგიეროს“, - ციტირებს პორტალი Ynet კაცის სიტყვებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ომის ბოლოს მოძრაობა დამარცხდება, ლიბანი კი სერიოზულად დაზარალდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 ივლისის ღამეს ისრაელის ავიაციამ დარტყმები განახორციელა „ჰეზბოლას" რიგ ობიექტებზე.
„ღამით, ისრაელის ავიაციამ დარტყმები განახორციელა „ჰეზბოლას" ტერორისტულ სამიზნეებზე, როგორც ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში, ისე ლიბანის სამხრეთში“, - ნათქვამია Telegram-არხზე გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "ჰეზბოლამ" „ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“.
ყველა ახალი ამბავი
0