https://sputnik-georgia.com/20240727/sazareli-mkvleloba-kaxetsi-policiam-axalgazrda-mamakaci-daakava-289198198.html
საზარელი მკვლელობა კახეთში: პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა
საზარელი მკვლელობა კახეთში: პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-27T12:58+0400
2024-07-27T12:58+0400
2024-07-27T12:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კახეთი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით კახეთში 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საგამოძიებო უწყება დაკავებულს ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება.შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში 24 ივლისს მოხდა. გამოძიების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 29 და 52 წლის მამაკაცებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულებიც და სავარაუდო დამნაშავეც თანასოფლელები არიან. ერთ-ერთი ვერსიით, სამივე მათგანი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.წყარო - შსს
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კახეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კახეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
საზარელი მკვლელობა კახეთში: პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით კახეთში 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება.
შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში 24 ივლისს მოხდა. გამოძიების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 29 და 52 წლის მამაკაცებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულებიც და სავარაუდო დამნაშავეც თანასოფლელები არიან. ერთ-ერთი ვერსიით, სამივე მათგანი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.