სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ძებნა გრძელდება: ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

© photo: Sputnikვერტმფრენი
ვერტმფრენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2024
გამოწერა
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთში ფეხით მიდიოდნენ. ახალგაზრდები ახლობლებს ბოლოჯერ ორშაბათს დაუკავშირდნენ.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, იუწყება „პირველი არხი“.
მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ ახალგაზრდა კაცს მაშველები უკვე მესამე დღეა ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთში ფეხით მიდიოდნენ. ახალგაზრდები ახლობლებს ბოლოჯერ ორშაბათს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გზა აებნათ.
დაკარგულების ოჯახის წევრები ძებნის ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვას ითხოვდნენ, რაც მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართული.
სვანეთში მოქალაქეების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0