https://sputnik-georgia.com/20240726/papuasvili-opozicia-saqartvelos-omisken-ubizgebda-arcevnebis-win-ki-ritorika-secvales-289191819.html
პაპუაშვილი: ოპოზიცია საქართველოს ომისკენ უბიძგებდა, არჩევნების წინ კი რიტორიკა შეცვალეს
პაპუაშვილი: ოპოზიცია საქართველოს ომისკენ უბიძგებდა, არჩევნების წინ კი რიტორიკა შეცვალეს
Sputnik საქართველო
რუსეთთან ყოველგვარი კონტაქტების ყველაზე მკვეთრმა მოწინააღმდეგეებმა არჩევნების წინ რიტორიკა შეცვალეს. 26.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-26T22:01+0400
2024-07-26T22:01+0400
2024-07-26T22:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_212:416:1900:1365_1920x0_80_0_0_b85d477f5161deba0cae6494ef50cb76.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ოპოზიციამ, რომელიც საქართველოს ომისკენ უბიძგებდა, არჩევნების წინ შეცვალა პოზიცია და ალაპარაკდა რუსეთთან ვაჭრობის და რუსი ტურისტების სარგებლობაზე, განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.რუსეთის ყველაზე მკვეთრმა მოწინააღმდეგეებმა არჩევნების წინ რიტორიკა შეცვალეს. მაგალითად, ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებული ხელისუფლების პოლიტიკის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, გაუმართლებელი უწოდა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობასა და რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით „ისტერიულ დამოკიდებულებას". თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული და ევროინტეგრაციის პროცესთან თავსებადია, მაშინ იყოს ფრენები, აღნიშნა მან.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.„ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ცხვრის ტყავში გახვევა ქართული ოპოზიციისთვის ახალი ტაქტიკა არ არის.პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციას მოუწევს მოწყდეს სოციალურ ქსელებს, გავიდეს თავისი ტელევიზიებიდან და ესაუბროს ხალხს.ვინ არის „ქართული ოცნების" რეალური კონკურენტი არჩევნებზე?>>„და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.ოთხწლიანი აკრძალვის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით უკმაყოფილოებმა 2023 წლის 19 მაისს თბილისის აეროპორტში საპროტესტო აქცია გამართეს.პაპუაშვილის თქმით, რომელ ქალაქში, სოფელში, რაიონშიც არ უნდა მივიდნენ „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლები, არ არის გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ „ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ“.მისი თქმით, ყველა ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა.პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ამოიცნო „რადიკალური ოპოზიციის“ ფარისევლური სახე.„ბოლო ორი წელი საუკეთესო ლუსტრაცია იყო იმისთვის, თუ სად დგება ოპოზიცია კრიტიკულ მომენტებში. დრომ დაადასტურა, რომ არც ერთ საბედისწერო მომენტში ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები უყურებდნენ არა იმას, თუ რა სჭირდებოდა ქართველ ხალს, არამედ იმას თუ რა სჭირდებოდათ სხვებს და რომელ სიტყვას თუ ნაბიჯს შეუქებდნენ უცხოეთში.Что скрывают доноры о финансировании партий и НПО в Грузии?>>„ამიტომ დარწმუნდა ყველა, რომ ერთი რამ გარანტირებულია, თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი შექმნა და ხალხს ამოსუნთქვის და განვითარების შესაძლებლობა მისცა.მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს ოპოზიციას და მათ ენჯეოებს აღარ უნდათ გაიხსენონ, თუ სად მიაქანებდნენ ამ ქვეყანას უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში.„თუმცა მათი ღალატის ისტორიას საჯარო არქივები ინახავს და არც ორი წელია ისე დიდი დრო, რომ ხალხს მივიწყებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_433:406:1712:1365_1920x0_80_0_0_4d6cb550f75210fd0305b9c82edc0820.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილი: ოპოზიცია საქართველოს ომისკენ უბიძგებდა, არჩევნების წინ კი რიტორიკა შეცვალეს
რუსეთთან ყოველგვარი კონტაქტების ყველაზე მკვეთრმა მოწინააღმდეგეებმა არჩევნების წინ რიტორიკა შეცვალეს.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ოპოზიციამ, რომელიც საქართველოს ომისკენ უბიძგებდა, არჩევნების წინ შეცვალა პოზიცია და ალაპარაკდა რუსეთთან ვაჭრობის და რუსი ტურისტების სარგებლობაზე, განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთის ყველაზე მკვეთრმა მოწინააღმდეგეებმა არჩევნების წინ რიტორიკა შეცვალეს. მაგალითად, ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებული ხელისუფლების პოლიტიკის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, გაუმართლებელი უწოდა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობასა და რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით „ისტერიულ დამოკიდებულებას". თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული და ევროინტეგრაციის პროცესთან თავსებადია, მაშინ იყოს ფრენები, აღნიშნა მან.
„ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.
„ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ცხვრის ტყავში გახვევა ქართული ოპოზიციისთვის ახალი ტაქტიკა არ არის.
პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციას მოუწევს მოწყდეს სოციალურ ქსელებს, გავიდეს თავისი ტელევიზიებიდან და ესაუბროს ხალხს.
„და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოთხწლიანი აკრძალვის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით უკმაყოფილოებმა 2023 წლის 19 მაისს თბილისის აეროპორტში საპროტესტო აქცია გამართეს.
პაპუაშვილის თქმით, რომელ ქალაქში, სოფელში, რაიონშიც არ უნდა მივიდნენ „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლები, არ არის გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ „ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ“.
„ხალხის რისხვის პირველი ტალღა მათ ამ დღეებში უკვე მიიღეს. დაინახეს, რომ ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა ვინც ომში მიგვაქანებდა, მშვიდობაზე ალაპარაკდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ამოიცნო „რადიკალური ოპოზიციის“ ფარისევლური სახე.
„ბოლო ორი წელი საუკეთესო ლუსტრაცია იყო იმისთვის, თუ სად დგება ოპოზიცია კრიტიკულ მომენტებში. დრომ დაადასტურა, რომ არც ერთ საბედისწერო მომენტში ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები უყურებდნენ არა იმას, თუ რა სჭირდებოდა ქართველ ხალს, არამედ იმას თუ რა სჭირდებოდათ სხვებს და რომელ სიტყვას თუ ნაბიჯს შეუქებდნენ უცხოეთში.
Что скрывают доноры о финансировании партий и НПО в Грузии?>>
„ამიტომ დარწმუნდა ყველა, რომ ერთი რამ გარანტირებულია, თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი შექმნა და ხალხს ამოსუნთქვის და განვითარების შესაძლებლობა მისცა.
მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს ოპოზიციას და მათ ენჯეოებს აღარ უნდათ გაიხსენონ, თუ სად მიაქანებდნენ ამ ქვეყანას უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში.
„თუმცა მათი ღალატის ისტორიას საჯარო არქივები ინახავს და არც ორი წელია ისე დიდი დრო, რომ ხალხს მივიწყებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.