ვინ არის „ქართული ოცნების" რეალური კონკურენტი არჩევნებზე?

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართულ ოცნებას", რომლის მთავარი მიზანი მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება და ხელმძღვანელობს ხალხის ინტერესებით.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კონკურენციას გაუწევს არა ოპოზიციას, არამედ უცხოურ ძალას, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები უმსხვილესოპოზიციურ პარტიებს და მათ თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“, „ომის პარტიას“ და უცხოური ძალების აგენტებს უწოდებენ.
„წინასაარჩევნოდ, რეალურად, კონკურენციაში ვართ უცხოურ ძალასთან, რადგან ოპოზიცია კონკურენციას ვერ გვიწევს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ოპოზიციამ შეცვალა რიტორიკა და, ფაქტობრივად, მხარს უჭერს მმართველი პარტიის შეხედულებებს, განაცხადა დეპუტატმა.
„ნახეთ ის დღის წესრიგი და საკითხები, რითაც ოპოზიცია გვეჯიბრება - ყველაფერი შეატრიალეს და ჩვენს ნარატივზე დასხდნენ. თურმე, რუსეთთან ფრენები და პრაგმატული პოლიტიკა კარგი ყოფილა", - განაცადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართულ ოცნებას", რომლის მთავარი მიზანი მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება და ხელმძღვანელობს ხალხის ინტერესებით.
„შესაბამისად, ოპოზიცია ვერ გვეწინააღმდეგება. ერთადერთი წინააღმდეგობა გვაქვს უცხოურ ძალასთან, რომელთანაც აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ქართველი ხალხის ინტერესია მშვიდობა, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ტრადიციული ცხოვრება... ამ ყველაფერთან ერთად პრიორიტეტია, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი საბოლოოდ დამარცხდეს, რადგან ეს აგენტურა და ორმაგი სტანდარტები ქვეყანას ანგრევს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
არჩევნების წინ რიტორიკა რუსეთის ყველაზე მკვეთრმა მოწინააღმდეგეებმა შეცვალეს. მაგალითად, ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებული ხელისუფლების პოლიტიკის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, გაუმართლებელი უწოდა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობასა და რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით „ისტერიულ დამოკიდებულებას". თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული და ევროინტეგრაციის პროცესთან თავსებადია, მაშინ იყოს ფრენები, აღნიშნა მან.
რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიყალბე უწოდა, რომლის მიზანიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა მეტი ხმის მიღებაა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
ქართველმა ოპოზიციონერებმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
ყველა ახალი ამბავი
0