https://sputnik-georgia.com/20240725/rogor-gasamartldeba-nacmozraoba-arcevnebis-semdeg-premier-ministris-gancxadeba-289162997.html
როგორ გასამართლდება „ნაცმოძრაობა“ არჩევნების შემდეგ - პრემიერ-მინისტრის განცხადება
როგორ გასამართლდება „ნაცმოძრაობა“ არჩევნების შემდეგ - პრემიერ-მინისტრის განცხადება
Sputnik საქართველო
კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის პასუხისგებაში მიცემა ეროვნული ამოცანაა. 25.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-25T10:40+0400
2024-07-25T10:40+0400
2024-07-25T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24705/76/247057682_0:128:1467:953_1920x0_80_0_0_e170707fde24770bc3cd59bad233f07d.jpg
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გასამართლდება თავად ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წარმოადგენს აგენტურას, თუმცა ასევე შესაძლებელია ცალკეული პირების პასუხისგებაში მიცემაც, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-ის მხარდაჭერით სარგებლობს, ოპოზიციას კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. „ქართული ოცნების“ ლიდერები უდიდეს ოპოზიციურ პარტიებს და მათ თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და უცხოური ძალების აგენტებს უწოდებენ.იმის შესახებ, თუ რა ფორმით მოხდება ყოფილი მმართველი პარტიის პასუხისგებაში მიცემა, პრემიერმა თქვა, რომ შემოდგომაზე გახდება ცნობილი.„რაც შეეხება ფორმებს („ნაცმო0ძრაობის“ სასჯელის - რედ.), ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ არჩევნების შემდეგ. ეს არის ეროვნული ამოცანა მე ასე ვიტყოდი, რადგან იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია იწოდება დამნაშავე, კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად, ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს შედგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისი თქმით, მოსახლეობამ ყველაფერი იცის წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.„საზოგადოებამ იცის, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ პოლიტიკურ ძალას, როგორც კი საბოლოო ჯამში სრულად მოეფინება ნათელი ყველა დანაშაულს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება, წავიდეს ინდივიდუალურ სასჯელებამდეც“, - განაცხადა კობახიძემ.ამასთან მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ მაღალი, საშუალო და ქვედა რგოლის ბევრი წარმომადგენელი უკვე გასამართლებულია, მათ შორის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის 2021 წლის შემოდგომაზე დააკავეს, როდესაც საქართველოში მალულად დაბრუნდა.2012 წელს „ქართული ოცნების“ შემდეგ საპატიმრო ვადა მოხადეს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ. გამოძიებას ემალებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24705/76/247057682_14:0:1454:1080_1920x0_80_0_0_2b7a63ad0e15fa305cad38938d2c65a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
როგორ გასამართლდება „ნაცმოძრაობა“ არჩევნების შემდეგ - პრემიერ-მინისტრის განცხადება
კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის პასუხისგებაში მიცემა ეროვნული ამოცანაა.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გასამართლდება თავად ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წარმოადგენს აგენტურას, თუმცა ასევე შესაძლებელია ცალკეული პირების პასუხისგებაში მიცემაც, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-ის მხარდაჭერით სარგებლობს, ოპოზიციას კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. „ქართული ოცნების“ ლიდერები უდიდეს ოპოზიციურ პარტიებს და მათ თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და უცხოური ძალების აგენტებს უწოდებენ.
„ჩვენ აქ ვსაუბრობთ არსებითად პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე ანუ ამ აგენტურის გასამართლებაზე, რასაც თავისუფლად შეიძლება, მოჰყვეს ინდივიდუალურ დონეზე განაჩენებიც“, - განაცხადა კობახიძემ.
იმის შესახებ, თუ რა ფორმით მოხდება ყოფილი მმართველი პარტიის პასუხისგებაში მიცემა, პრემიერმა თქვა, რომ შემოდგომაზე გახდება ცნობილი.
„რაც შეეხება ფორმებს („ნაცმო0ძრაობის“ სასჯელის - რედ.), ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ არჩევნების შემდეგ. ეს არის ეროვნული ამოცანა მე ასე ვიტყოდი, რადგან იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია იწოდება დამნაშავე, კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად, ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს შედგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მოსახლეობამ ყველაფერი იცის წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
„საზოგადოებამ იცის, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ პოლიტიკურ ძალას, როგორც კი საბოლოო ჯამში სრულად მოეფინება ნათელი ყველა დანაშაულს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება, წავიდეს ინდივიდუალურ სასჯელებამდეც“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ მაღალი, საშუალო და ქვედა რგოლის ბევრი წარმომადგენელი უკვე გასამართლებულია, მათ შორის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის 2021 წლის შემოდგომაზე დააკავეს, როდესაც საქართველოში მალულად დაბრუნდა.
2012 წელს „ქართული ოცნების“ შემდეგ საპატიმრო ვადა მოხადეს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ. გამოძიებას ემალებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.