https://sputnik-georgia.com/20240724/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-24-ivlisi-289131991.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივლისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივლისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 24.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-24T00:15+0400
2024-07-24T00:15+0400
2024-07-24T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/12/247931291_0:93:1990:1212_1920x0_80_0_0_2dc55b25c70d341f9afa1866b837c14d.jpg
დღეს 2024 წლის 24 ივლისია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკურიმფარველობს.დღეს პატივმოყვარეობა გამოვა წინა პლანზე. არ გაგიკვირდეთ, თუ ვინმე თავის დამკვიდრებას სხვის ხარჯზე შეეცდება. ადამიანები, ვისაც დიდი მიზნები აქვთ, დღეს განსაკუთრებულად აქტიურად იმოქმედებენ და იფიქრებენ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია. დანარჩენებს დიდი მოთხოვნილება ექნება თვითრეალიზაციის, გარშემომყოფების მხრიდან აღიარების.ვერძი: მშვიდი და ზომიერი დღე გელოდებათ. აზრი არა აქვს აჩქარებას, რამის გამოდევნებას – დღეს თქვენს გადაწყვეტილებებზე მაინც არაფერია დამოკიდებული. სიტუაცია თქვენი მონაწილეობის გარეშე განვითარდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ. დაისვენეთ და ეს შემდეგი დღისთვის ენერგიით აგავსებთ.კურო: გაქვთ შანსი, რომ გავლენის სფერო გააფართოვოთ. შესაძლოა, დაიკავოთ ახალი პოზიციები, დაასრულოთ მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპი და ამით კარგად წარმოაჩინოთ თავი გარშემომყოფების წინაშე, გაიცნოთ საინტერესო პიროვნება, ან, უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ. მთავარია, რომ ამ დღის წარმატებების წყალობით წინ წაიწევთ და ეს თქვენს ცხოვრებაზე ძალზე დადებითად აისახება.ტყუპი: არ არის გამორიცხული, რომ რთული საუბარი მოგიწიოთ იმ ადამიანებთან, რომლებზეც თქვენ ხართ დამოკიდებული. შესაძლოა, სასაუბროდ გამოგიძახონ, ან სატელეფონო საუბარი შედეგს. ასეა თუ ისე, თუნდაც საუბარი წვრილმანებს შეეხოს, ეს თქვენს ცხოვრებაში დიდ კვალს დატოვებს. აქედან გამომდინარე, ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.კირჩხიბი: დღეს თქვენი მოსაზრებებით ყველა დაინტერესდება. ჩვეულებრივი „დღის კითხვა“ ამგვარი იქნება: „თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?“ გარდაუვალთან ბრძოლას აზრი არა აქვს – მშვენივრად გაართმევთ თავს ექსპერტის როლს. გამოცდილება საკმარისი გაქვთ, რომ კარგი რჩევები მისცეთ ადამიანებს. ირგვლივ მყოფები დიდი სიამოვნებით გაითვალისწინებენ თქვენს რეკომენდაციებს. თქვენი ავტორიტეტი კი ამაღლდება და გამტკიცდება.ლომი: დღეს ძალზე ხელსაყრელი მომენტი დადგება, რომ შეეცადოთ და ლიდერის პოზიციები დაიკავოთ ნებისმიერ სფეროში. თქვენი არგუმენტები ძლიერია ისე, როგორც არასდროს, კონკურენციის არ უნდა შეგეშინდეთ. გარშემომყოფები თქვენთან შესახვედრად მზად არიან, ახლობლები მხარს გიჭერენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ნახტომისთვის არის საჭირო, გაქვთ, ამიტომ ძალები უნდა მოიკრიბოთ და მტკიცე მოქმედებები დაიწყოთ.ქალწული: დღეს რა საქმესაც მოჰკიდებთ ხელს და როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგეჩვენოთ, აუცილებლად ექნება გაგრძელება. ის დროთა განმავლობაში იმოქმედებს თქვენს მუშაობაზე, კეთილდღეობაზე ან პირად ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ ნებისმიერი წვრილმანის მიმართ. თუ რამე არჩევნის წინ მოგიწიათ დადგომა, აუცილებლად უნდა გათვალოთ თქვენი გადაწყვეტილების შედეგები რამდენიმე სვლით წინ.სასწორი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან კრიტიკის „ქარცეცხლში“ შეიძლება გაეხვეთ. მაგრამ რაც არ უნდა უსიამოვნო და საწყენი იყოს საკუთარ შეცდომებზე საუბრის მოსმენა, ნამდვილად ღირს მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება. ყველაზე კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ამ ადამიანების თვალით შეხედავთ. იქნებ, მართლა ღირს საკუთარ თავზე მუშაობა? დღეს არაფერი ისე არ განამტკიცებს თქვენს მდგომარეობას, როგორც კრიტიკისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება.მორიელი: დღეს ფასეული იდეებითა და ბრძნული აზრებით სავსე იქნებით, თან მათი გაზიარება სულაც არ გენანებათ გარშემომყოფებისთვის. შესაძლოა, ამას ყველა არ მოეკიდება გაგებით, მაგრამ ზოგიერთისთვის თქვენი დახმარება და რჩევები, რომ იტყვიან, „სულზე მისწრება“ იქნება. ამიტომ სასიამოვნო რომ სასარგებლოს შეუხამოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მენტორული განწყობა იმ ადამიანებზე მიმართოთ, ვინც მხარდაჭერას საჭიროებს – ეს ორივე მხრისთვის სასარგებლო იქნება.მშვილდოსანი: დღეს არცთუ მარტივი ამოცანის წინაშე დადგებით – მოგიწევთ გარშემომყოფების თვალში წარმოაჩინოთ, რომ დაუსვენებლად მუშაობთ. და ამის მიზეზებიც გაქვთ. ირგვლივ მყოფნი თქვენში დავალებების მიცემისთვის შესანიშნავ ობიექტს დაინახავენ და შეიძლება ერთი წამით დასვენების საშუალებაც არ მოგცენ. აქედან გამომდინარე, შექმენით ილუზია, რომ საშინლად დაკავებული ხართ და რეალურია ეს თუ ილუზია – ამას მნიშვნელობა არა აქვს.თხის რქა: დღეს, შესაძლოა, საკუთარ თავში მეთოჯინის ტალანტი აღმოაჩინოთ – შეუმჩნევლად დაიწყებთ თოჯინების ამოძრავებას უხილავი ძაფებით, რათა საჭირო შედეგი მიიღოთ. სულაც არაა სავალდებულო, ამას რამე საერთო ჰქონდეს უხეშ ინტრიგასთან, უბრალოდ, შესანიშნავად გამოგივათ არაპირდაპირი მოქმედებები – სადღაც ამოქმედდება პირადი მომხიბვლელობა, სადღაც – სხვების დარწმუნების უნარი, ან კავშირები. შედეგად გარშემომყოფები იმოქმედებენ ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ.მერწყული: დღეს ყველა საქმეში შეეცდებით, რომ სათავისოდ გამოიყენოთ სიტუაცია, გვერდით მყოფებზე ნაკლებად იზრუნებთ. შესაძლოა, რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულების იმედი გაქვთ, ან განსაკუთრებული პირობების. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ საკუთარ სიმართლეში, არ ღირს ამის დაჟინებით ამოჩემება. დღეს აჯობებს, თუ იპოვით შეხების საერთო წერტილებს გარშემომყოფებთან. სხვაგვარად გაგიჭირდებათ წყენისა და კონფლიქტების თავიდან არიდება.თევზები: ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მეტად მოქნილი იყოთ. არ ღირს მოქმედების რომელიმე ერთ ვარიანტზე „ჩაციკლვა“, მიზანთან მისვლა ხომ სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. გარშემომყოფები დააფასებენ, თუ ვითარებას ანგარიშს გაუწევთ და ტაქტიკას გზადაგზა შეცვლით. ეს შედეგის სწრაფად მიღებაში დაგეხმარებათ. კომპრომისებზე წასვლით უფრო მეტს მიაღწევთ.
https://sputnik-georgia.com/20221101/zodiaqos-nisnebi-daculi-xart-tu-ara-magiuri-zegavlenisgan-271833228.html
https://sputnik-georgia.com/20200623/gaTvalva-jado-wyevla-248795362.html
https://sputnik-georgia.com/20180412/zodiaqos-niSnebi-gamarjvebis-simboloebi-239975832.html
https://sputnik-georgia.com/20180710/zodiaqos-niSnebis-sanukvari-faruli-ocnebebi-241135710.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/12/247931291_127:0:1864:1303_1920x0_80_0_0_b0392de8191e02b4a93e28fea0331e31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივლისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 24 ივლისია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკურიმფარველობს.
დღეს პატივმოყვარეობა გამოვა წინა პლანზე. არ გაგიკვირდეთ, თუ ვინმე თავის დამკვიდრებას სხვის ხარჯზე შეეცდება. ადამიანები, ვისაც დიდი მიზნები აქვთ, დღეს განსაკუთრებულად აქტიურად იმოქმედებენ და იფიქრებენ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია. დანარჩენებს დიდი მოთხოვნილება ექნება თვითრეალიზაციის, გარშემომყოფების მხრიდან აღიარების.
ვერძი: მშვიდი და ზომიერი დღე გელოდებათ. აზრი არა აქვს აჩქარებას, რამის გამოდევნებას – დღეს თქვენს გადაწყვეტილებებზე მაინც არაფერია დამოკიდებული. სიტუაცია თქვენი მონაწილეობის გარეშე განვითარდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ. დაისვენეთ და ეს შემდეგი დღისთვის ენერგიით აგავსებთ.
კურო: გაქვთ შანსი, რომ გავლენის სფერო გააფართოვოთ. შესაძლოა, დაიკავოთ ახალი პოზიციები, დაასრულოთ მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპი და ამით კარგად წარმოაჩინოთ თავი გარშემომყოფების წინაშე, გაიცნოთ საინტერესო პიროვნება, ან, უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ. მთავარია, რომ ამ დღის წარმატებების წყალობით წინ წაიწევთ და ეს თქვენს ცხოვრებაზე ძალზე დადებითად აისახება.
ტყუპი: არ არის გამორიცხული, რომ რთული საუბარი მოგიწიოთ იმ ადამიანებთან, რომლებზეც თქვენ ხართ დამოკიდებული. შესაძლოა, სასაუბროდ გამოგიძახონ, ან სატელეფონო საუბარი შედეგს. ასეა თუ ისე, თუნდაც საუბარი წვრილმანებს შეეხოს, ეს თქვენს ცხოვრებაში დიდ კვალს დატოვებს. აქედან გამომდინარე, ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენი მოსაზრებებით ყველა დაინტერესდება. ჩვეულებრივი „დღის კითხვა“ ამგვარი იქნება: „თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?“ გარდაუვალთან ბრძოლას აზრი არა აქვს – მშვენივრად გაართმევთ თავს ექსპერტის როლს. გამოცდილება საკმარისი გაქვთ, რომ კარგი რჩევები მისცეთ ადამიანებს. ირგვლივ მყოფები დიდი სიამოვნებით გაითვალისწინებენ თქვენს რეკომენდაციებს. თქვენი ავტორიტეტი კი ამაღლდება და გამტკიცდება.
ლომი: დღეს ძალზე ხელსაყრელი მომენტი დადგება, რომ შეეცადოთ და ლიდერის პოზიციები დაიკავოთ ნებისმიერ სფეროში. თქვენი არგუმენტები ძლიერია ისე, როგორც არასდროს, კონკურენციის არ უნდა შეგეშინდეთ. გარშემომყოფები თქვენთან შესახვედრად მზად არიან, ახლობლები მხარს გიჭერენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ნახტომისთვის არის საჭირო, გაქვთ, ამიტომ ძალები უნდა მოიკრიბოთ და მტკიცე მოქმედებები დაიწყოთ.
ქალწული: დღეს რა საქმესაც მოჰკიდებთ ხელს და როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგეჩვენოთ, აუცილებლად ექნება გაგრძელება. ის დროთა განმავლობაში იმოქმედებს თქვენს მუშაობაზე, კეთილდღეობაზე ან პირად ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ ნებისმიერი წვრილმანის მიმართ. თუ რამე არჩევნის წინ მოგიწიათ დადგომა, აუცილებლად უნდა გათვალოთ თქვენი გადაწყვეტილების შედეგები რამდენიმე სვლით წინ.
სასწორი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან კრიტიკის „ქარცეცხლში“ შეიძლება გაეხვეთ. მაგრამ რაც არ უნდა უსიამოვნო და საწყენი იყოს საკუთარ შეცდომებზე საუბრის მოსმენა, ნამდვილად ღირს მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება. ყველაზე კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ამ ადამიანების თვალით შეხედავთ. იქნებ, მართლა ღირს საკუთარ თავზე მუშაობა? დღეს არაფერი ისე არ განამტკიცებს თქვენს მდგომარეობას, როგორც კრიტიკისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება.
მორიელი: დღეს ფასეული იდეებითა და ბრძნული აზრებით სავსე იქნებით, თან მათი გაზიარება სულაც არ გენანებათ გარშემომყოფებისთვის. შესაძლოა, ამას ყველა არ მოეკიდება გაგებით, მაგრამ ზოგიერთისთვის თქვენი დახმარება და რჩევები, რომ იტყვიან, „სულზე მისწრება“ იქნება. ამიტომ სასიამოვნო რომ სასარგებლოს შეუხამოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მენტორული განწყობა იმ ადამიანებზე მიმართოთ, ვინც მხარდაჭერას საჭიროებს – ეს ორივე მხრისთვის სასარგებლო იქნება.
მშვილდოსანი: დღეს არცთუ მარტივი ამოცანის წინაშე დადგებით – მოგიწევთ გარშემომყოფების თვალში წარმოაჩინოთ, რომ დაუსვენებლად მუშაობთ. და ამის მიზეზებიც გაქვთ. ირგვლივ მყოფნი თქვენში დავალებების მიცემისთვის შესანიშნავ ობიექტს დაინახავენ და შეიძლება ერთი წამით დასვენების საშუალებაც არ მოგცენ. აქედან გამომდინარე, შექმენით ილუზია, რომ საშინლად დაკავებული ხართ და რეალურია ეს თუ ილუზია – ამას მნიშვნელობა არა აქვს.
თხის რქა: დღეს, შესაძლოა, საკუთარ თავში მეთოჯინის ტალანტი აღმოაჩინოთ – შეუმჩნევლად დაიწყებთ თოჯინების ამოძრავებას უხილავი ძაფებით, რათა საჭირო შედეგი მიიღოთ. სულაც არაა სავალდებულო, ამას რამე საერთო ჰქონდეს უხეშ ინტრიგასთან, უბრალოდ, შესანიშნავად გამოგივათ არაპირდაპირი მოქმედებები – სადღაც ამოქმედდება პირადი მომხიბვლელობა, სადღაც – სხვების დარწმუნების უნარი, ან კავშირები. შედეგად გარშემომყოფები იმოქმედებენ ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ.
მერწყული: დღეს ყველა საქმეში შეეცდებით, რომ სათავისოდ გამოიყენოთ სიტუაცია, გვერდით მყოფებზე ნაკლებად იზრუნებთ. შესაძლოა, რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულების იმედი გაქვთ, ან განსაკუთრებული პირობების. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ საკუთარ სიმართლეში, არ ღირს ამის დაჟინებით ამოჩემება. დღეს აჯობებს, თუ იპოვით შეხების საერთო წერტილებს გარშემომყოფებთან. სხვაგვარად გაგიჭირდებათ წყენისა და კონფლიქტების თავიდან არიდება.
თევზები: ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მეტად მოქნილი იყოთ. არ ღირს მოქმედების რომელიმე ერთ ვარიანტზე „ჩაციკლვა“, მიზანთან მისვლა ხომ სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. გარშემომყოფები დააფასებენ, თუ ვითარებას ანგარიშს გაუწევთ და ტაქტიკას გზადაგზა შეცვლით. ეს შედეგის სწრაფად მიღებაში დაგეხმარებათ. კომპრომისებზე წასვლით უფრო მეტს მიაღწევთ.