ავარია ბობოყვათში: დაშავებულია 11 ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ავარიის მიზეზი - მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ბობოყვათში, ბათუმი-ქობულეთის საავტომობილი გზაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა - ავარიის შედეგად მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0