https://sputnik-georgia.com/20240723/strasburgma-cixeebshi-wamebis-faqtebi-daadastura-289140735.html
სტრასბურგმა სააკაშვილის პერიოდის ციხეებში წამების ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა
სტრასბურგმა სააკაშვილის პერიოდის ციხეებში წამების ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა
Sputnik საქართველო
სასამართლოს მიერ გავრცელებლი ინფორმაციით 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა. 23.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-23T19:12+0400
2024-07-23T19:12+0400
2024-07-23T19:54+0400
საქართველო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24360/85/243608538_0:189:2965:1857_1920x0_80_0_0_600ad0e40fc989eb52f261ce06b26c8a.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს დაზარალებულმა ზაზა მამულაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე მეორედ მოიგო, იგი სახელმწიფოსგან არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 5 ათას ევროს მიიღებს, მატერიალური ზიანისთვის კი 112 ევროს, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".ეს ბოლო ორ წელში სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების დამადასტურებელი მესამე გადაწყვეტილებაა. მანამდე სასამართლომ პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას და ყოფილი პატიმრის აკაკი ოჩიგავას წამება დაადასტურა. ორივე შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემური პრობლემა და დამახასიათებელი მთელი სისტემისთვის“.2010 და 2012 წლებში ზაზა მამულაშვილის მიმართ ციხეში ხორციელდებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა და ეს უკანასკნელი ფაქტი სახელმწიფომ არაეფექტურად გამოიძია, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით.ზაზა მამულაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პირველად 2010 წელს მიმართა, სადაც იგი შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ექს-უფროსის ერეკლე კოდუას მიერ ცემასა და არასათანადო მოპყრობასთან ერთად, პატიმრობის პირობებსა და პენიტენციურ დაწესებულებაში არაჯეროვან სამედიცინო მომსახურების თაობაზე დავობდა. სასამართლომ 2014 წლის 17 თებერვალს მომჩივნის მიმართ ჩადენილი დარღვევა ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა.მეორედ მამულაშვილმა სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც პირველი სარჩელის გამო ციხეში განგრძობადი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შევიწროების მსხვერპლი გახდა, რადგან აც № 18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია დასცინოდა მას, ემუქრებოდა ძალადობით და პატიმრისთვის მინიჭებულ უფლებებს უზღუდავდა.2012 წლის 29 აგვისტოს ზაზა მამულაშვილი ციხის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომლის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მომჩივანი ხელების, ფეხების, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენების სასტიკად სცემეს, მიაყენეს დაზიანებები წელისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ცემა გონების დაკარგვამდე გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო მომჩივანს დღემდე უჭირს გადაადგილება. 2012 წელს დაზარალებულმა პროკურატურას მიმართა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ საქმე არ გამოიძია. უფრო მეტიც, 2014 წელს მომჩივნისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წამებაში მონაწილე პირები პენიტენციურ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დააწინაურეს და მათ სხვადასხვა მაღალი თანამდებობა დაიკავეს.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) როგორც მატერიალური, ისე პროცედურული დარღვევა დაადგინა, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან 2012 წელს ზაზა მამულაშვილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, ხოლო 2012 წლის შემდგომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულები არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოძიებული.არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მამულაშვილმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა 2015 წლის 28 მაისს იგი არ დაკმაყოფილდა და 2016 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა სარჩელი 2017 წლის თებერვალში.ციხის სკანდალი2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში ციხის სკანდალი აგორდა, რომელიც გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო.იმავე ღამეს, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებებში მომხდარი პატიმართა ცემისა და გაუპატიურების ამსახველი აუდიოჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ სკანდალმა გადამწყვეტი როლი ითამაშა არჩევნების ბედზე. 2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა.პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 150-მდე საჯარო მოხელე.რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2023 წლის თებერვალში მან დაადგინა 2011-2012 წლებში თბილისის გლდანის ციხეში ყოფნისას აკაკი ოჩიგავას მიმართ წამების აკრძალვის შესახებ მუხლის დარღვევა, ასევე გამოძიების ეფექტურობის დარღვევა და ხელისუფლებას მორალური ზიანისთვის 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.2024 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას საქმეზე დაადგინა ევროკონვენციის მესამე მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მაისაიასთვის 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. საქმე შეეხება 2009–2013 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24360/85/243608538_118:0:2847:2047_1920x0_80_0_0_d4b8358a53aaef19e17cc32699356309.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
სტრასბურგმა სააკაშვილის პერიოდის ციხეებში წამების ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა
19:12 23.07.2024 (განახლებულია: 19:54 23.07.2024) სასამართლოს მიერ გავრცელებლი ინფორმაციით 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს დაზარალებულმა ზაზა მამულაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე მეორედ მოიგო, იგი სახელმწიფოსგან არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 5 ათას ევროს მიიღებს, მატერიალური ზიანისთვის კი 112 ევროს, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".
ეს ბოლო ორ წელში სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების დამადასტურებელი მესამე გადაწყვეტილებაა. მანამდე სასამართლომ პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას და ყოფილი პატიმრის აკაკი ოჩიგავას წამება დაადასტურა. ორივე შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემური პრობლემა და დამახასიათებელი მთელი სისტემისთვის“.
2010 და 2012 წლებში ზაზა მამულაშვილის მიმართ ციხეში ხორციელდებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა და ეს უკანასკნელი ფაქტი სახელმწიფომ არაეფექტურად გამოიძია, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით.
ზაზა მამულაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პირველად 2010 წელს მიმართა, სადაც იგი შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ექს-უფროსის ერეკლე კოდუას მიერ ცემასა და არასათანადო მოპყრობასთან ერთად, პატიმრობის პირობებსა და პენიტენციურ დაწესებულებაში არაჯეროვან სამედიცინო მომსახურების თაობაზე დავობდა. სასამართლომ 2014 წლის 17 თებერვალს მომჩივნის მიმართ ჩადენილი დარღვევა ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა.
მეორედ მამულაშვილმა სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც პირველი სარჩელის გამო ციხეში განგრძობადი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შევიწროების მსხვერპლი გახდა, რადგან აც № 18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია დასცინოდა მას, ემუქრებოდა ძალადობით და პატიმრისთვის მინიჭებულ უფლებებს უზღუდავდა.
2012 წლის 29 აგვისტოს ზაზა მამულაშვილი ციხის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომლის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მომჩივანი ხელების, ფეხების, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენების სასტიკად სცემეს, მიაყენეს დაზიანებები წელისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ცემა გონების დაკარგვამდე გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო მომჩივანს დღემდე უჭირს გადაადგილება.
2012 წელს დაზარალებულმა პროკურატურას მიმართა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ საქმე არ გამოიძია. უფრო მეტიც, 2014 წელს მომჩივნისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წამებაში მონაწილე პირები პენიტენციურ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დააწინაურეს და მათ სხვადასხვა მაღალი თანამდებობა დაიკავეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) როგორც მატერიალური, ისე პროცედურული დარღვევა დაადგინა, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან 2012 წელს ზაზა მამულაშვილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, ხოლო 2012 წლის შემდგომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულები არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოძიებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მამულაშვილმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა 2015 წლის 28 მაისს იგი არ დაკმაყოფილდა და 2016 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა სარჩელი 2017 წლის თებერვალში.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში ციხის სკანდალი აგორდა, რომელიც გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო.
იმავე ღამეს, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებებში მომხდარი პატიმართა ცემისა და გაუპატიურების ამსახველი აუდიოჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ სკანდალმა გადამწყვეტი როლი ითამაშა არჩევნების ბედზე. 2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა.
პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 150-მდე საჯარო მოხელე.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2023 წლის თებერვალში მან დაადგინა 2011-2012 წლებში თბილისის გლდანის ციხეში ყოფნისას აკაკი ოჩიგავას მიმართ წამების აკრძალვის შესახებ მუხლის დარღვევა, ასევე გამოძიების ეფექტურობის დარღვევა და ხელისუფლებას მორალური ზიანისთვის 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2024 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას საქმეზე დაადგინა ევროკონვენციის მესამე მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მაისაიასთვის 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. საქმე შეეხება 2009–2013 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.