https://sputnik-georgia.com/20240723/ionatamishvili-strasburgma-damnashaveta-partiis-winaagmdeg-morigi-ganacheni-gamoitana-289143488.html
იონათამიშვილი: სტრასბურგმა „დამნაშავეთა პარტიის“ წინააღმდეგ მორიგი განაჩენი გამოიტანა
იონათამიშვილი: სტრასბურგმა „დამნაშავეთა პარტიის“ წინააღმდეგ მორიგი განაჩენი გამოიტანა
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში - მხოლოდ 2011 წელს საქართველოში 300 ათასი მოქალაქე გაასამართლეს. 23.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-23T21:49+0400
2024-07-23T21:49+0400
2024-07-23T21:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23428/88/234288801_0:203:3888:2390_1920x0_80_0_0_31da09a525383eecab4fc871d562fd20.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს აკრიტიკებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი „დამნაშავეთა პარტიის“ წინააღმდეგ მორიგი განაჩენი გამოიტანა, რომლითაც ზაზა მამულაშვილი 2012 წლის აგვისტოში ციხეში წამების მსხვერპლად ცნო, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა, ისევე როგორც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. „ნაცმოძრაობამ" პროექტს მმართველი ძალის „პოლიტიკური წინასაარჩევნო აქტი“ უწოდა.სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს დაზარალებულმა ზაზა მამულაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე მეორედ მოიგო, იგი სახელმწიფოსგან არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 5 ათას ევროს მიიღებს, მატერიალური ზიანისთვის კი 112 ევროს.დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში - მხოლოდ 2011 წელს საქართველოში 300 ათასი მოქალაქე გაასამართლეს.ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე სახელმწიფო ერთ პატიმარზე თვეში 335 ლარს ხარჯავდა, ახლა კი აღნიშნული თანხა 1800 ლარია.„ეს წარსული საქართველოში არასდროს დაბრუნდება!“, - განაცხადა იონათამიშვილმა.საქმე „მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ"2010 და 2012 წლებში ზაზა მამულაშვილის მიმართ ციხეში ხორციელდებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა და ეს უკანასკნელი ფაქტი სახელმწიფომ არაეფექტურად გამოიძია, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით.ზაზა მამულაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პირველად 2010 წელს მიმართა, სადაც იგი შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ექს-უფროსის ერეკლე კოდუას მიერ ცემასა და არასათანადო მოპყრობასთან ერთად, პატიმრობის პირობებსა და პენიტენციურ დაწესებულებაში არაჯეროვან სამედიცინო მომსახურების თაობაზე დავობდა. სასამართლომ 2014 წლის 17 თებერვალს მომჩივნის მიმართ ჩადენილი დარღვევა ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა.მეორედ მამულაშვილმა სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც პირველი სარჩელის გამო ციხეში განგრძობადი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შევიწროების მსხვერპლი გახდა, რადგან აც № 18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია დასცინოდა მას, ემუქრებოდა ძალადობით და პატიმრისთვის მინიჭებულ უფლებებს უზღუდავდა.2012 წლის 29 აგვისტოს ზაზა მამულაშვილი ციხის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომლის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მომჩივანი ხელების, ფეხების, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენების სასტიკად სცემეს, მიაყენეს დაზიანებები წელისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ცემა გონების დაკარგვამდე გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო მომჩივანს დღემდე უჭირს გადაადგილება.2012 წელს დაზარალებულმა პროკურატურას მიმართა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ საქმე არ გამოიძია. უფრო მეტიც, 2014 წელს მომჩივნისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წამებაში მონაწილე პირები პენიტენციურ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დააწინაურეს და მათ სხვადასხვა მაღალი თანამდებობა დაიკავეს.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) როგორც მატერიალური, ისე პროცედურული დარღვევა დაადგინა, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან 2012 წელს ზაზა მამულაშვილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, ხოლო 2012 წლის შემდგომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულები არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოძიებული.არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მამულაშვილმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა 2015 წლის 28 მაისს იგი არ დაკმაყოფილდა და 2016 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა სარჩელი 2017 წლის თებერვალში.ეს ბოლო ორ წელში სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების დამადასტურებელი მესამე გადაწყვეტილებაა. მანამდე სასამართლომ პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას და ყოფილი პატიმრის აკაკი ოჩიგავას წამება დაადასტურა. ორივე შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემური პრობლემა და დამახასიათებელი მთელი სისტემისთვის“.ციხის სკანდალი2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში ციხის სკანდალი აგორდა, რომელიც გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო.იმავე ღამეს, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებებში მომხდარი პატიმართა ცემისა და გაუპატიურების ამსახველი აუდიოჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ სკანდალმა გადამწყვეტი როლი ითამაშა არჩევნების ბედზე. 2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა.პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 150-მდე საჯარო მოხელე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23428/88/234288801_216:0:3672:2592_1920x0_80_0_0_65ee08e502148102caeef4821c6fded4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
იონათამიშვილი: სტრასბურგმა „დამნაშავეთა პარტიის“ წინააღმდეგ მორიგი განაჩენი გამოიტანა
დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში - მხოლოდ 2011 წელს საქართველოში 300 ათასი მოქალაქე გაასამართლეს.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს აკრიტიკებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი „დამნაშავეთა პარტიის“ წინააღმდეგ მორიგი განაჩენი გამოიტანა, რომლითაც ზაზა მამულაშვილი 2012 წლის აგვისტოში ციხეში წამების მსხვერპლად ცნო, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა, ისევე როგორც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. „ნაცმოძრაობამ" პროექტს მმართველი ძალის „პოლიტიკური წინასაარჩევნო აქტი“ უწოდა.
„მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობა“ უშინაარსოდ აკრიტიკებს დაბალანსებულ ამნისტიის პროექტს და ბოიკოტს უცხადებს პატიმრებს, სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავეთა პარტიას კიდევ ერთ საქმეზე გამოუტანა განაჩენი და 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა", - განაცხადა იონათამიშვილმა.
სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს დაზარალებულმა ზაზა მამულაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე მეორედ მოიგო, იგი სახელმწიფოსგან არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 5 ათას ევროს მიიღებს, მატერიალური ზიანისთვის კი 112 ევროს.
დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში - მხოლოდ 2011 წელს საქართველოში 300 ათასი მოქალაქე გაასამართლეს.
„ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის ავტორებს განსაკუთრებით დევნიდა და აწამებდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ამ ქვეყნის 300 ათასი მოქალაქე გაასამართლა, მარტო 2011 წელს 24 ათასზე მეტი პატიმარი ჰყავდა", - განაცხადა იონათამიშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე სახელმწიფო ერთ პატიმარზე თვეში 335 ლარს ხარჯავდა, ახლა კი აღნიშნული თანხა 1800 ლარია.
„ეს წარსული საქართველოში არასდროს დაბრუნდება!“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
საქმე „მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ"
2010 და 2012 წლებში ზაზა მამულაშვილის მიმართ ციხეში ხორციელდებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა და ეს უკანასკნელი ფაქტი სახელმწიფომ არაეფექტურად გამოიძია, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით.
ზაზა მამულაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პირველად 2010 წელს მიმართა, სადაც იგი შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ექს-უფროსის ერეკლე კოდუას მიერ ცემასა და არასათანადო მოპყრობასთან ერთად, პატიმრობის პირობებსა და პენიტენციურ დაწესებულებაში არაჯეროვან სამედიცინო მომსახურების თაობაზე დავობდა. სასამართლომ 2014 წლის 17 თებერვალს მომჩივნის მიმართ ჩადენილი დარღვევა ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა.
მეორედ მამულაშვილმა სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც პირველი სარჩელის გამო ციხეში განგრძობადი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შევიწროების მსხვერპლი გახდა, რადგან აც № 18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია დასცინოდა მას, ემუქრებოდა ძალადობით და პატიმრისთვის მინიჭებულ უფლებებს უზღუდავდა.
2012 წლის 29 აგვისტოს ზაზა მამულაშვილი ციხის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომლის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მომჩივანი ხელების, ფეხების, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენების სასტიკად სცემეს, მიაყენეს დაზიანებები წელისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ცემა გონების დაკარგვამდე გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო მომჩივანს დღემდე უჭირს გადაადგილება.
2012 წელს დაზარალებულმა პროკურატურას მიმართა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ საქმე არ გამოიძია. უფრო მეტიც, 2014 წელს მომჩივნისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წამებაში მონაწილე პირები პენიტენციურ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დააწინაურეს და მათ სხვადასხვა მაღალი თანამდებობა დაიკავეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) როგორც მატერიალური, ისე პროცედურული დარღვევა დაადგინა, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან 2012 წელს ზაზა მამულაშვილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, ხოლო 2012 წლის შემდგომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულები არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოძიებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მამულაშვილმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა 2015 წლის 28 მაისს იგი არ დაკმაყოფილდა და 2016 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა სარჩელი 2017 წლის თებერვალში.
ეს ბოლო ორ წელში სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების დამადასტურებელი მესამე გადაწყვეტილებაა. მანამდე სასამართლომ პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას და ყოფილი პატიმრის აკაკი ოჩიგავას წამება დაადასტურა. ორივე შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემური პრობლემა და დამახასიათებელი მთელი სისტემისთვის“.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში ციხის სკანდალი აგორდა, რომელიც გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო.
იმავე ღამეს, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებებში მომხდარი პატიმართა ცემისა და გაუპატიურების ამსახველი აუდიოჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ სკანდალმა გადამწყვეტი როლი ითამაშა არჩევნების ბედზე. 2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა.
პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 150-მდე საჯარო მოხელე.