https://sputnik-georgia.com/20240723/------24---289133607.html
სარჯველაძე: ონკოპაციენტები საჭირო მედიკამენტების კლინიკებში მიღებას 24 ივლისიდან შეძლებენ
სარჯველაძე: ონკოპაციენტები საჭირო მედიკამენტების კლინიკებში მიღებას 24 ივლისიდან შეძლებენ
Sputnik საქართველო
ბენეფიციარები მათთვის საჭირო მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან. 23.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-23T14:13+0400
2024-07-23T14:13+0400
2024-07-23T14:13+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966368_0:112:2048:1265_1920x0_80_0_0_ae497fac9625e2f7bd865a9bf5b8e177.jpg
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. 24 ივლისიდან ძალაში შედის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები საჭირო მედიკამენტების მიღებას პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეძლებენ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან.საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 25 000-ლარიანი ლიმიტიდან, რომელსაც სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე საქართველოს თითოეული მოქალაქის სამკურნალოდ გამოყოფს, მედიკამენტები ცალკე არის გამოყოფილი.მინისტრის თქმით, გასულ კვირას ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლითაც მოწესრიგდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურები. მანამდე სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ დაუჭირა მხარი.როგორც სარჯველაძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ბენეფიციარები მათთვის საჭირო მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან.საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 25 000-ლარიანი ლიმიტიდან, რომელსაც სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე საქართველოს თითოეული მოქალაქის სამკურნალოდ გამოყოფს, მედიკამენტები ცალკე არის გამოყოფილი.კიბოსთან ბრძოლის პროგრამა2023 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მუდმივად მზარდია - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.გარდა ამისა, 2024 წლის მარტიდან ამოქმედდა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966368_101:95:1794:1365_1920x0_80_0_0_8969d5ca1dc23fb17d110cb24f945602.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სარჯველაძე: ონკოპაციენტები საჭირო მედიკამენტების კლინიკებში მიღებას 24 ივლისიდან შეძლებენ
ბენეფიციარები მათთვის საჭირო მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან.
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. 24 ივლისიდან ძალაში შედის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები საჭირო მედიკამენტების მიღებას პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეძლებენ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 25 000-ლარიანი ლიმიტიდან, რომელსაც სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე საქართველოს თითოეული მოქალაქის სამკურნალოდ გამოყოფს, მედიკამენტები ცალკე არის გამოყოფილი.
მინისტრის თქმით, გასულ კვირას ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლითაც მოწესრიგდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურები. მანამდე სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ დაუჭირა მხარი.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„თუ პაციენტს გადასხმამდე ჯერ უწევდა რეცეპტის მოკითხვა კლინიკაში, შემდეგ მედიკამენტის ძებნა სააფთიაქო ქსელებში, მისი აღება და იმავე კლინიკაში მიბრუნება - ეს შეიცვალა ძირეულად და ამიერიდან კლინიკა აღარ შეაწუხებს პაციენტს, თავად დაახვედრებს მას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტს“, - განაცხადა მინისტრმა.
დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ბენეფიციარები მათთვის საჭირო მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან.
საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 25 000-ლარიანი ლიმიტიდან, რომელსაც სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე საქართველოს თითოეული მოქალაქის სამკურნალოდ გამოყოფს, მედიკამენტები ცალკე არის გამოყოფილი.
კიბოსთან ბრძოლის პროგრამა
2023 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.
ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მუდმივად მზარდია - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
გარდა ამისა, 2024 წლის მარტიდან ამოქმედდა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.