https://sputnik-georgia.com/20240722/ra-xdeba-batumis-uzravi-qonebis-bazarze-289105984.html
რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები
რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წლის ივნისში ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით შემცირდა. 22.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-22T11:00+0400
2024-07-22T11:00+0400
2024-07-22T12:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0e/282289030_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_18a7bf1a1640db8ada39338a9e16ae3a.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-ივნისში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით შემცირდა - გაიყიდა 6.915 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 11%-ით შემცირდა და 350 მლნ დოლარი შეადგინა.კომპანიის ცნობით, 2024 წლის ივნისში ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით, 1,1 ათასამდე შემცირდა. გარდა ამისა, გასულ თვეში ბაზრის მოცულობა 13%-ით შემცირდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა.ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ახალაშენებული ბინების გაყიდვების რაოდენობა შემცირდა 21%-ით, ხოლო ძველი აშენებული ბინების - 5%-ით.გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1,1 ათასი დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 2%-ით შემცირდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1 ათასი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0e/282289030_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_cc43c307cf97803c156b818f051a89d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, აჭარა , ახალი ამბები
რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები
11:00 22.07.2024 (განახლებულია: 12:00 22.07.2024) 2024 წლის ივნისში ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით შემცირდა.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-ივნისში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით შემცირდა - გაიყიდა 6.915 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 11%-ით შემცირდა და 350 მლნ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი ფასი იანვარ-ივნისში 5%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1,1 ათასი დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 4%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 966 დოლარი შეადგინა", - ნათქვამია მიმოხილვაში.
კომპანიის
ცნობით, 2024 წლის ივნისში ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით, 1,1 ათასამდე შემცირდა. გარდა ამისა, გასულ თვეში ბაზრის მოცულობა 13%-ით შემცირდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ახალაშენებული ბინების გაყიდვების რაოდენობა შემცირდა 21%-ით, ხოლო ძველი აშენებული ბინების - 5%-ით.
გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1,1 ათასი დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 2%-ით შემცირდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1 ათასი დოლარი შეადგინა.