https://sputnik-georgia.com/20240722/qartveli-moswavleebi-matematikis-olimpiadidan-4-medlit-dabrundbeb-289121068.html
ქართველი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ოთხი მედლით დაბრუნდნენ
ქართველი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ოთხი მედლით დაბრუნდნენ
Sputnik საქართველო
ოლიმპიადაში 108 ქვეყნის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა 22.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-22T15:39+0400
2024-07-22T15:39+0400
2024-07-22T15:39+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/16/289120895_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_7eb5cf3fd3388c21ccd567d45a994b32.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ მათემატიკის 65-ე ოლიმპიადაზე (IMO 2024) ოთხი მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.წელს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ქალაქ ბათში 11-22 ივლისის პერიოდში ჩატარდა, რომელშიც 108 ქვეყნის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს კომაროვის და ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლების მოსწავლეებმა. საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა– ერთი ოქრო, სამი ბრინჯაო და ასევე ერთი საპატიო სიგელი:მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.კომაროვის სახელობის სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საქართველოში. სკოლა, რომელიც მსოფლიოში პირველი მრავალადგილიანი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრის ვლადიმირ კომაროვის სახელს ატარებს, 50 წელზე მეტს ითვლის. ამ სკოლაში სწავლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზეა ორიენტირებული და მასში მოხვედრა გამოცდის ჩაბარების შედეგად მეშვიდე კლასიდან არის შესაძლებელი. კომაროველები ხშირად იმარჯვებენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე, კონკურსებზე და კონფერენციებზე.ბოლო წლებში კომაროვის სკოლის 70-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა გააგრძელა სწავლა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე.პირველი საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში 1959 წელს რუმინეთში ჩატარდა. მაშინ ოლიმპიადაში შვიდი ქვეყნის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მას შემდეგ ღონისძიება ყოველ წელს იმართება.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/16/289120895_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_2d419d402039bcc4200fa4de82c2a11a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ოთხი მედლით დაბრუნდნენ
ოლიმპიადაში 108 ქვეყნის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ მათემატიკის 65-ე ოლიმპიადაზე (IMO 2024) ოთხი მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
წელს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ქალაქ ბათში 11-22 ივლისის პერიოდში ჩატარდა, რომელშიც 108 ქვეყნის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს კომაროვის და ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლების მოსწავლეებმა. საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა– ერთი ოქრო, სამი ბრინჯაო და ასევე ერთი საპატიო სიგელი:
დავით კლდიაშვილი (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) – ოქროს მედალი
რატი რატიანი (ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ) - ბრინჯაოს მედალი
გიორგი კეკენაძე (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) – ბრინჯაოს მედალი
მირზა შანიძე (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) – ბრინჯაოს მედალი
ლუკა წულაია (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) – საპატიო სიგელი.
მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
კომაროვის სახელობის სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საქართველოში. სკოლა, რომელიც მსოფლიოში პირველი მრავალადგილიანი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრის ვლადიმირ კომაროვის სახელს ატარებს, 50 წელზე მეტს ითვლის. ამ სკოლაში სწავლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზეა ორიენტირებული და მასში მოხვედრა გამოცდის ჩაბარების შედეგად მეშვიდე კლასიდან არის შესაძლებელი. კომაროველები ხშირად იმარჯვებენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე, კონკურსებზე და კონფერენციებზე.
ბოლო წლებში კომაროვის სკოლის 70-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა გააგრძელა სწავლა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე.
პირველი საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში 1959 წელს რუმინეთში ჩატარდა. მაშინ ოლიმპიადაში შვიდი ქვეყნის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მას შემდეგ ღონისძიება ყოველ წელს იმართება.