https://sputnik-georgia.com/20240722/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-22-ivlisi-289105616.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივლისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივლისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 22.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-22T00:15+0400
2024-07-22T00:15+0400
2024-07-22T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/41/246824140_0:52:3456:1996_1920x0_80_0_0_8e8fe098c58aee196bf0c26f96afaaa8.jpg
დღეს 2024 წლის 22 ივლისია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.იდეალური დღეა ყველაზე თამამი გეგმების რეალიზაციისთვის. სურვილები შესაძლებლობებთან ჰარმონიაშია, ასე რომ, ნუ შეუშინდებით ოცნებას და აქციეთ ის რეალობად. შესანიშნავი დროა არასტანდარტული გადაწყვეტილებებისა და ამბიციური პროექტებისთვის.ვერძი: დღე მთლიანობაში შესანიშნავად აეწყობა და თან თქვენი მხრიდან განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ასეა – ცხოვრება მათემატიკა არ არის და არის ისეთი ფაქტორი, როგორიცაა „იღბალი“. გაქვთ შანსი, რომ ამაში დარწმუნდეთ. ფორტუნამ შეიძლება მწვერვალზე აგიყვანოთ და სასიამოვნო სიურპრიზი მოგართვათ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს კი იღბალი ზურგს შეაქცევს.კურო: მიმდინარე საქმეების გაკეთების ნაცვლად, აჯობებს, სიტუაციას მთლიანობაში შეხედოთ. იქნებ, ძალასა და დროს გართმევთ რუტინული სამუშაო? და სიტუაცია გმართავთ იმის მაგივრად, რომ თქვენ აიღოთ ხელში მართვის სადავეები. დაიხიეთ ცოტა უკან და შეხედეთ თქვენი „ცხოვრების ნახატს“ შორიდან – შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი შტრიხის გავლებაა საჭირო.ტყუპი: თქვენი კომუნიკაბელურობა და სხვების დარწმუნების ნიჭი დღეს სათანადო დონეზე იქნება. მშრალ ფაქტებსა და ციფრებს ისე ხატოვნად წარუდგენთ ადამიანებს, როგორც დამაინტრიგებელ დეტექტივს. ასე რომ, შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერა მიიღოთ ან კარიერაში ნაბიჯი გადადგათ. თუ მოლაპარაკებების აუცილებლობაა დღეს, თქვენზე კარგ მომლაპარაკებელს ვერავინ იპოვის.კირჩხიბი: დაბრკოლებების მიუხედავად, მხოლოდ წინ უნდა იაროთ. ეს დაბრკოლება შეიძლება იყოს ვინმეს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, ღია დაპირისპირებაც კი, თქვენი თხოვნა გარშემომყოფებმა შეიძლება არც „შეისმინონ“, უარყონ და ბოიკოტი გამოუცხადონ თქვენს წინადადებას. თუმცა, თუ უკან არ დაიხევთ, საკუთარ მიზანს ადრე თუ გვიან მაინც მიაღწევთ. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის.ლომი: დაგეგმილი საქმეები რომ ნორმალურად შეასრულოთ, დღეს მძლავრი სტიმული დაგჭირდებათ. ამის გარეშე მთელი დღე შეიძლება უქნარობაში გაატაროთ. სტიმული კი შეიძლება გახდეს ნებისმიერ რამ: სასწრაფო, გადაუდებელი საქმე, ფულადი ჯილდო... ასევე ეს სტიმული ვინმეს განრისხების შიშმაც შეიძლება მოგცეთ – სწრაფად დაგიბრუნებთ მხნე განწყობას და მობილიზებას გაიძულებთ.ქალწული: დღეს ნამდვილად წაგადგებათ შრომითი თერაპია. თქვენი აქტიურობა და ენერგია სამწუხაროდ დაბალ დონეზეა, თუმცა, თუ სამუშაოს შეეჭიდებით, ეს მდგომარეობა მალე გამოსწორდება. ხართ პასიური, შეიძლება სიზარმაცემ შეგიპყროთ და თუ დინებას გაჰყვებით, დღე ფუჭად ჩაივლის. ხოლო თუ აიძულებთ თავს და იმუშავებთ, არ ინანებთ – დღე მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება.სასწორი: მთელი დღის განმავლობაში დიდი სურვილი გექნებათ, რომ ღრუბლებში „იფარფატოთ“, მაგრამ რეალობა მიწაზე დაშვებას გაიძულებთ. თქვენგან საჭირო იქნება ცვალებადი გარემოსა და გარშემომყოფების რეაქციებისთვის თვალის დევნება. თუ აქტიურ რეჟიმში ჩაერთვებით, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის და თუ ვერ მოახერხებთ ამას, მაშინ მოსალოდნელია შეცდომები და ჩავარდნები საქმიანობაში.მორიელი: გაგიჭირდებათ ყურადღების მობილიზება, გონებაგაფანტულობა დაგჩემდებათ. შესაძლოა, თქვენი ფიქრები წვრილმან საზრუნავებზეა გადართული, ან დასვენება–გართობაზე. შედეგად დღის ბოლოს იმაზე ნაკლები საქმე გექნებათ გაკეთებული, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე. ამასთან, რასაც გააკეთებთ, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, იმიტომ, რომ არის შეცდომების დაშვების ალბათობა.მშვილდოსანი: დღევანდელი დღე მოლაპარაკებებს დაუთმეთ. თუ დაგეგმილი გაქვთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ამის გაკეთება სწორედ დღესაა უპრიანი – ადვილი იქნება კომპრომისის მოძებნა. თუ თქვენი საქმიანობა არ უკავშირდება ხელმძღვანელობას, შუამავლობას, მუშაობას კლიენტებთან და ა.შ. მაშინ გარშემომყოფებთან პრობლემური ურთიერთობები მოაგვარეთ.თხის რქა: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა არ ივარგებს – შეიძლება ვინმეს რჩევა ან დახმარება დაგჭირდეთ. შესაძლოა, იმდენად დაკავებული იყოთ, რომ რამე საქმის სხვისთვის დავალება მოგიწიოთ, ან ვინმეს რჩევა ჰკითხოთ. დღეს მხოლოდ სხვა ადამიანებზე, მათ პროფესიონალიზმზე, კავშირებზე დაყრდნობით შეძლებთ უშეცდომოდ საქმიანობას და ჩანაფიქრის შესრულებას.მერწყული: დღეს ლიდერის უჩვეულო უნარებს იგრძნობთ და ეს საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ იქნება – განწყობილი ხართ, მიიღოთ გადაწყვეტილებები და საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა. ერთი მხრივ, ეს არაკეთილმოსურნეებისთვის კარგ სამიზნედ გაქცევთ, მაგრამ მეორე მხრივ, თუ თქვენი გადაწყვეტილებები კარგად აწონილ–დაწონილი იქნება, მოგეცემათ შანსი, რომ შესანიშნავი შედეგი აჩვენოთ.თევზები: დღის განმავლობაში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხედველობიდან რაღაც გეპარებათ. შესაძლოა, რაღაც მოვლენის საქმის კურსში არ ხართ, ან არ გაქვთ სათანადო ინფორმაცია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც შეეჭიდეთ. ამაში საშიში და საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, თუ მოდუნდებით და ყურადღებას იმაზე გაამახვილებთ, რაც დანამდვილებით იცით, ანუ ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხებზე.
https://sputnik-georgia.com/20230506/zodiaqos-nisnebis-vendeta-277406541.html
https://sputnik-georgia.com/20180227/ra-frazas-SeuZlia-zodiaqos-TiToeuli-niSnis-wyobilebidan-gamoyvana-239470142.html
https://sputnik-georgia.com/20230303/zodiaqos-nisnebi-qorwinebasi-275426626.html
https://sputnik-georgia.com/20190317/SeSlili-yofilebi-sigiJidan-gulgrilobamde-zodiaqos-niSnis-mixedviT-244697553.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/41/246824140_363:0:3094:2048_1920x0_80_0_0_42062d7ac16abae943cb7e39f18d5fb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივლისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 22 ივლისია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
იდეალური დღეა ყველაზე თამამი გეგმების რეალიზაციისთვის. სურვილები შესაძლებლობებთან ჰარმონიაშია, ასე რომ, ნუ შეუშინდებით ოცნებას და აქციეთ ის რეალობად. შესანიშნავი დროა არასტანდარტული გადაწყვეტილებებისა და ამბიციური პროექტებისთვის.
ვერძი: დღე მთლიანობაში შესანიშნავად აეწყობა და თან თქვენი მხრიდან განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ასეა – ცხოვრება მათემატიკა არ არის და არის ისეთი ფაქტორი, როგორიცაა „იღბალი“. გაქვთ შანსი, რომ ამაში დარწმუნდეთ. ფორტუნამ შეიძლება მწვერვალზე აგიყვანოთ და სასიამოვნო სიურპრიზი მოგართვათ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს კი იღბალი ზურგს შეაქცევს.
კურო: მიმდინარე საქმეების გაკეთების ნაცვლად, აჯობებს, სიტუაციას მთლიანობაში შეხედოთ. იქნებ, ძალასა და დროს გართმევთ რუტინული სამუშაო? და სიტუაცია გმართავთ იმის მაგივრად, რომ თქვენ აიღოთ ხელში მართვის სადავეები. დაიხიეთ ცოტა უკან და შეხედეთ თქვენი „ცხოვრების ნახატს“ შორიდან – შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი შტრიხის გავლებაა საჭირო.
ტყუპი: თქვენი კომუნიკაბელურობა და სხვების დარწმუნების ნიჭი დღეს სათანადო დონეზე იქნება. მშრალ ფაქტებსა და ციფრებს ისე ხატოვნად წარუდგენთ ადამიანებს, როგორც დამაინტრიგებელ დეტექტივს. ასე რომ, შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერა მიიღოთ ან კარიერაში ნაბიჯი გადადგათ. თუ მოლაპარაკებების აუცილებლობაა დღეს, თქვენზე კარგ მომლაპარაკებელს ვერავინ იპოვის.
კირჩხიბი: დაბრკოლებების მიუხედავად, მხოლოდ წინ უნდა იაროთ. ეს დაბრკოლება შეიძლება იყოს ვინმეს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, ღია დაპირისპირებაც კი, თქვენი თხოვნა გარშემომყოფებმა შეიძლება არც „შეისმინონ“, უარყონ და ბოიკოტი გამოუცხადონ თქვენს წინადადებას. თუმცა, თუ უკან არ დაიხევთ, საკუთარ მიზანს ადრე თუ გვიან მაინც მიაღწევთ. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის.
ლომი: დაგეგმილი საქმეები რომ ნორმალურად შეასრულოთ, დღეს მძლავრი სტიმული დაგჭირდებათ. ამის გარეშე მთელი დღე შეიძლება უქნარობაში გაატაროთ. სტიმული კი შეიძლება გახდეს ნებისმიერ რამ: სასწრაფო, გადაუდებელი საქმე, ფულადი ჯილდო... ასევე ეს სტიმული ვინმეს განრისხების შიშმაც შეიძლება მოგცეთ – სწრაფად დაგიბრუნებთ მხნე განწყობას და მობილიზებას გაიძულებთ.
ქალწული: დღეს ნამდვილად წაგადგებათ შრომითი თერაპია. თქვენი აქტიურობა და ენერგია სამწუხაროდ დაბალ დონეზეა, თუმცა, თუ სამუშაოს შეეჭიდებით, ეს მდგომარეობა მალე გამოსწორდება. ხართ პასიური, შეიძლება სიზარმაცემ შეგიპყროთ და თუ დინებას გაჰყვებით, დღე ფუჭად ჩაივლის. ხოლო თუ აიძულებთ თავს და იმუშავებთ, არ ინანებთ – დღე მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება.
სასწორი: მთელი დღის განმავლობაში დიდი სურვილი გექნებათ, რომ ღრუბლებში „იფარფატოთ“, მაგრამ რეალობა მიწაზე დაშვებას გაიძულებთ. თქვენგან საჭირო იქნება ცვალებადი გარემოსა და გარშემომყოფების რეაქციებისთვის თვალის დევნება. თუ აქტიურ რეჟიმში ჩაერთვებით, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის და თუ ვერ მოახერხებთ ამას, მაშინ მოსალოდნელია შეცდომები და ჩავარდნები საქმიანობაში.
მორიელი: გაგიჭირდებათ ყურადღების მობილიზება, გონებაგაფანტულობა დაგჩემდებათ. შესაძლოა, თქვენი ფიქრები წვრილმან საზრუნავებზეა გადართული, ან დასვენება–გართობაზე. შედეგად დღის ბოლოს იმაზე ნაკლები საქმე გექნებათ გაკეთებული, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე. ამასთან, რასაც გააკეთებთ, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, იმიტომ, რომ არის შეცდომების დაშვების ალბათობა.
მშვილდოსანი: დღევანდელი დღე მოლაპარაკებებს დაუთმეთ. თუ დაგეგმილი გაქვთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ამის გაკეთება სწორედ დღესაა უპრიანი – ადვილი იქნება კომპრომისის მოძებნა. თუ თქვენი საქმიანობა არ უკავშირდება ხელმძღვანელობას, შუამავლობას, მუშაობას კლიენტებთან და ა.შ. მაშინ გარშემომყოფებთან პრობლემური ურთიერთობები მოაგვარეთ.
თხის რქა: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა არ ივარგებს – შეიძლება ვინმეს რჩევა ან დახმარება დაგჭირდეთ. შესაძლოა, იმდენად დაკავებული იყოთ, რომ რამე საქმის სხვისთვის დავალება მოგიწიოთ, ან ვინმეს რჩევა ჰკითხოთ. დღეს მხოლოდ სხვა ადამიანებზე, მათ პროფესიონალიზმზე, კავშირებზე დაყრდნობით შეძლებთ უშეცდომოდ საქმიანობას და ჩანაფიქრის შესრულებას.
მერწყული: დღეს ლიდერის უჩვეულო უნარებს იგრძნობთ და ეს საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ იქნება – განწყობილი ხართ, მიიღოთ გადაწყვეტილებები და საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა. ერთი მხრივ, ეს არაკეთილმოსურნეებისთვის კარგ სამიზნედ გაქცევთ, მაგრამ მეორე მხრივ, თუ თქვენი გადაწყვეტილებები კარგად აწონილ–დაწონილი იქნება, მოგეცემათ შანსი, რომ შესანიშნავი შედეგი აჩვენოთ.
თევზები: დღის განმავლობაში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხედველობიდან რაღაც გეპარებათ. შესაძლოა, რაღაც მოვლენის საქმის კურსში არ ხართ, ან არ გაქვთ სათანადო ინფორმაცია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც შეეჭიდეთ. ამაში საშიში და საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, თუ მოდუნდებით და ყურადღებას იმაზე გაამახვილებთ, რაც დანამდვილებით იცით, ანუ ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხებზე.