თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 9 პირი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიამოღებული იარაღი
ამოღებული იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2024
გამოწერა
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 9 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 25-დან 66 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებიც არიან.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, გადაჭრილი სანადირო თოფი, მჭიდები და ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0