https://sputnik-georgia.com/20240719/premieri-saqartvelos-mimart-damokidebuleba-regionsi-vitarebis-damsvidebis-mere-seicvleba-289075870.html
პრემიერი: საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რეგიონში ვითარების დამშვიდების მერე შეიცვლება
პრემიერი: საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რეგიონში ვითარების დამშვიდების მერე შეიცვლება
Sputnik საქართველო
აშშ და ევროკავშირი, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, მოქმედებებზე გადავიდნენ 19.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-19T01:32+0400
2024-07-19T01:32+0400
2024-07-19T01:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროპა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/12/289073218_0:86:1099:704_1920x0_80_0_0_4b2850ac0f9569773a404ed5060da88a.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება მას შემდეგ, რაც მთლიანად რეგიონში პოლიტიკური ვითარება დაწყნარდება, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ბრიტანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ხდება დასავლეთის კრიტიკის სამიზნე. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა შემოიღო სავიზო შეზღუდვები და ერთობლივი სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და თავდაცვის სამინისტროს 30 მილიონი ევრო გაუყინა.მისი თქმით, სამიტის ფარგლებში ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ლიდერებთან საუბრებში განიხილებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, გაფართოების საკითხები, მიმდინარე დღის წესრიგი.„ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი და სხვები“, - განაცხადა კობახიძემ.როდის დასრულდება უკრაინაში საომარი მოქმედებები? ივანიშვილის განმარტება>>ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტში 18 ივლისს მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების 45-მა ლიდერმა. სხდომაში პირველად მონაწილეობდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. ამასთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ახსნა ქვეყანაში მიღებული „გამჭვირვალობის“ კანონით სა ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/12/289073218_0:80:832:704_1920x0_80_0_0_876307ea72c27f0a89090f48a1249ab4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
პრემიერი: საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რეგიონში ვითარების დამშვიდების მერე შეიცვლება
აშშ და ევროკავშირი, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, მოქმედებებზე გადავიდნენ
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება მას შემდეგ, რაც მთლიანად რეგიონში პოლიტიკური ვითარება დაწყნარდება, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ბრიტანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ხდება დასავლეთის კრიტიკის სამიზნე. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა შემოიღო სავიზო შეზღუდვები და ერთობლივი სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და თავდაცვის სამინისტროს 30 მილიონი ევრო გაუყინა.
„საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება, დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სამიტის ფარგლებში ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ლიდერებთან საუბრებში განიხილებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, გაფართოების საკითხები, მიმდინარე დღის წესრიგი.
„ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი და სხვები“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტში 18 ივლისს მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების 45-მა ლიდერმა. სხდომაში პირველად მონაწილეობდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. ამასთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ახსნა ქვეყანაში მიღებული „გამჭვირვალობის“ კანონით სა ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით.