https://sputnik-georgia.com/20240717/rodis-dasruldeba-ukrainashi-omi-ivanishvilma-vada-daasaxela-289049125.html
როდის დასრულდება უკრაინაში საომარი მოქმედებები? ივანიშვილის განმარტება
როდის დასრულდება უკრაინაში საომარი მოქმედებები? ივანიშვილის განმარტება
Sputnik საქართველო
უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება, განაცხადა... 17.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-17T12:55+0400
2024-07-17T12:55+0400
2024-07-17T12:55+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
უკრაინა
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269738528_0:252:1023:827_1920x0_80_0_0_cbe9d18bc1bf97095fc425497e3705c4.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. უკრაინაში საომარი მოქმედებები ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელები" გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისს დაწყებისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.პოლიტიკოსის თქმით, მთავარია ამ მცირე დროის მოგება, რის შემდეგაც აშშ-თან და ევროპასთან წარმოქმნილი ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება.აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთელმა დასავლეთმა გააკრიტიკეს - მათი თქმით, აღნიშნული კანონი დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.საქართველოს დღევანდელი ურთიერთობები დასავლეთთან დაძაბულია. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მათ მიმართ კრიტიკა გაისმა თავიდან უკრაინის ხელისუფლების და ევროპარლამენტის ცალკეული წევრების მხრიდან, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. მმართველი პარტიის განცხადებით, ისინი ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობენ.ქართველმა ოპოზიციონერებმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269738528_0:14:1023:781_1920x0_80_0_0_185d2d7dd2572c6f6752fc2c4ba3af97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები
როდის დასრულდება უკრაინაში საომარი მოქმედებები? ივანიშვილის განმარტება
უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება, განაცხადა ივანიშვილმა
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. უკრაინაში საომარი მოქმედებები ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელები" გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისს დაწყებისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ", - განაცხადა ივანიშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, მთავარია ამ მცირე დროის მოგება, რის შემდეგაც აშშ-თან და ევროპასთან წარმოქმნილი ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება.
„საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთელმა დასავლეთმა გააკრიტიკეს - მათი თქმით, აღნიშნული კანონი დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
საქართველოს დღევანდელი ურთიერთობები დასავლეთთან დაძაბულია. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მათ მიმართ კრიტიკა გაისმა თავიდან უკრაინის ხელისუფლების და ევროპარლამენტის ცალკეული წევრების მხრიდან, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. მმართველი პარტიის განცხადებით, ისინი ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობენ.
ქართველმა ოპოზიციონერებმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.