https://sputnik-georgia.com/20240719/kaxetsi-asobit-heqtari-miwis-tarliturad-dauflebis-mcdelobis-faqtze-sami-piri-daakaves-289078474.html
კახეთში ასობით ჰექტარი მიწის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
კახეთში ასობით ჰექტარი მიწის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 19.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-19T12:06+0400
2024-07-19T12:06+0400
2024-07-19T12:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_907728e357fab4b3b291f2a347f7b453.jpg
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, მათგან ერთი უცხოეთის მოქალაქეა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულებს საგამოძიებო უწყება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობას ედავება.გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა საზღვარგარეთ დაამზადეს ყალბი მინდობილობა, რომლითაც მესაკუთრე თითქოსდა ანიჭებდა უფლებამოსილებას ერთ-ერთ ბრალდებულს, გაესხვისებინა მისი მიწის ნაკვეთი.აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე ბრალდებულებმა გააფორმეს კახეთის რეგიონში მდებარე 271 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს.უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის მიერ ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად აცილებულ იქნა მიწის მესაკუთრისათვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების შესაძლებლობა.გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 362-ე და 19-180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c380c1f5cca1da83babe297daa22fe53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კახეთში ასობით ჰექტარი მიწის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ბრალდებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, მათგან ერთი უცხოეთის მოქალაქეა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა საზღვარგარეთ დაამზადეს ყალბი მინდობილობა, რომლითაც მესაკუთრე თითქოსდა ანიჭებდა უფლებამოსილებას ერთ-ერთ ბრალდებულს, გაესხვისებინა მისი მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე ბრალდებულებმა გააფორმეს კახეთის რეგიონში მდებარე 271 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის მიერ ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად აცილებულ იქნა მიწის მესაკუთრისათვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების შესაძლებლობა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 362-ე და 19-180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.