https://sputnik-georgia.com/20240719/jandacvis-ministrma-somxetis-kolegastan-ertoblivi-proeqtebi-ganixila-289075055.html
ჯანდაცვის მინისტრმა სომხეთის კოლეგასთან ერთობლივი პროექტები განიხილა
ჯანდაცვის მინისტრმა სომხეთის კოლეგასთან ერთობლივი პროექტები განიხილა
Sputnik საქართველო
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თოდუას სახელობის მულტიდისციპლინურ კლინიკას ეწვია. 19.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-19T00:51+0400
2024-07-19T00:51+0400
2024-07-19T00:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22998/16/229981631_0:355:1024:931_1920x0_80_0_0_a2a33f6b4e9b3c9ba91e176bedc7d1d0.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ჯანდაცვის სფეროში ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სომეხ კოლეგასთან ანაჰიტ ავანესიანთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე.უწყებების ხელმძღვანელებმა სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რომელიც, მინისტრის თქმით, პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სომხეთის დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა.ანაჰიტ ავანესიანი ადგილზე გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ.სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტს საქართველოში, წინ უძღოდა მიხეილ სარჯველაძისა და ანაჰიტ ავანესიანის შეხვედრა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, სადაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ: სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნარეკ მანუკიანი, წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი არაიიკ ბაღრიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი არმენ მელქონიანი.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22998/16/229981631_0:144:1024:912_1920x0_80_0_0_7895565c75826672fad70b3eef201375.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრმა სომხეთის კოლეგასთან ერთობლივი პროექტები განიხილა
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თოდუას სახელობის მულტიდისციპლინურ კლინიკას ეწვია.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ჯანდაცვის სფეროში ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სომეხ კოლეგასთან ანაჰიტ ავანესიანთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე.
უწყებების ხელმძღვანელებმა სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რომელიც, მინისტრის თქმით, პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სომხეთის დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა.
ანაჰიტ ავანესიანი ადგილზე გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტს საქართველოში, წინ უძღოდა მიხეილ სარჯველაძისა და ანაჰიტ ავანესიანის შეხვედრა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, სადაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ: სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნარეკ მანუკიანი, წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი არაიიკ ბაღრიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი არმენ მელქონიანი.