https://sputnik-georgia.com/20240719/imeretsi-axalgazrda-kaci-mokles-289079929.html
იმერეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი
იმერეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 19.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-19T13:31+0400
2024-07-19T13:31+0400
2024-07-19T13:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 48 წლის კაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხონში, ასხის მთაზე მწყემსებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება. მოკლულია მარტვილის მკვიდრი მამაკაცი.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
იმერეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 48 წლის კაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხონში, ასხის მთაზე მწყემსებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება. მოკლულია მარტვილის მკვიდრი მამაკაცი.