თაღლითობა სოცქსელების ყალბი ანგარიშებით - დაკავებულია 20 წლის მამაკაცი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2024
გამოწერა
ბრალდებულმა რამდენიმე მოქალაქის თანხა მოტყუებით მიითვისა.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის პლატფორმაზე კონკრეტული მოქალაქეების სახელისა და გვარების, ასევე ფოტოსურათების გამოყენებით ყალბ გვერდებს ქმნიდა. აღნიშნული გვერდების გამოყენებით სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კი თანხის სესხებას სთხოვდა.
ბრალდებულმა ამ დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხა მიითვისა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს.
მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0