https://sputnik-georgia.com/20240718/premieri-saqartvelos-evropistvis-gansakutrebuli-rolis-sesruleba-seuzlia-289072343.html
პრემიერი: საქართველოს ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია
პრემიერი: საქართველოს ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, საქართველოში ხორციელდება მთელი რიგი პროექტებისა, რომლებიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას უზრუნველყოფს. 18.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-18T19:22+0400
2024-07-18T19:22+0400
2024-07-18T19:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288528384_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_8ffc78e33101046ceef2d1606961adcf.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლი შეასრულოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო დერეფნისა და ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს მთავრობის მეთაური დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე ევროპის 47 ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური შეიკრიბა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იღებს სტუმრებს ბლენჰაიმის სასახლეში, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ ვუდსტოკის გარეუბანში მდებარეობს.პრემიერის თქმით, საქართველოში ხორციელდება მთელი რიგი პროექტებისა, რომლებიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას უზრუნველყოფს.„ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისთვის იქნება ძალიან საინტერესო. შავი ზღვის რეგიონისთვის კონკრეტულად იქნება ძალიან საინტერესო“, - აღნიშნა მან.პრემიერის თქმით, ქართულ დელეგაციას ევროპელ პარტნიორებთან კონკრეტულ პროექტებზეც ექნება საუბარი. მათ ასევე ორმხრივ ფორმატში ექნებათ კოლეგებთან საუბრის საშუალება.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერის გარდა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.აზიის განვითარების ბანკი საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას მხარს უჭერს>>პროგრამის მიხედვით, სამიტი პლენარული სესიით დაიწყება, რასაც მოჰყვება სამი სადისკუსიო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. დასასრულს გაიმართება მორიგი პლენარული სხდომა, რის შემდეგაც გაიმართება პოლიტიკოსების ორმხრივი ან მრავალმხრივი შეხვედრები.აღნიშნული პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.შუა დერეფანიტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და კასპიის ზღვის გასწვრივ ახლო აღმოსავლეთი-დასავლეთის დერეფნის პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი დერეფანში სატრანზიტო მარშრუტის ფარგლებში საქართველოს ჩართვის ინიციატივით გამოვიდა.შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტიშეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288528384_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_abad8f48424ac4a37c0f621508f11aa7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ევროპა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ევროპა
პრემიერი: საქართველოს ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია
პრემიერის თქმით, საქართველოში ხორციელდება მთელი რიგი პროექტებისა, რომლებიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლი შეასრულოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო დერეფნისა და ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაური დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე ევროპის 47 ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური შეიკრიბა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იღებს სტუმრებს ბლენჰაიმის სასახლეში, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ ვუდსტოკის გარეუბანში მდებარეობს.
„ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა. უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. რა თქმა უნდა, გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საქართველოში ხორციელდება მთელი რიგი პროექტებისა, რომლებიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
„ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისთვის იქნება ძალიან საინტერესო. შავი ზღვის რეგიონისთვის კონკრეტულად იქნება ძალიან საინტერესო“, - აღნიშნა მან.
პრემიერის თქმით, ქართულ დელეგაციას ევროპელ პარტნიორებთან კონკრეტულ პროექტებზეც ექნება საუბარი. მათ ასევე ორმხრივ ფორმატში ექნებათ კოლეგებთან საუბრის საშუალება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერის გარდა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
პროგრამის მიხედვით, სამიტი პლენარული სესიით დაიწყება, რასაც მოჰყვება სამი სადისკუსიო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. დასასრულს გაიმართება მორიგი პლენარული სხდომა, რის შემდეგაც გაიმართება პოლიტიკოსების ორმხრივი ან მრავალმხრივი შეხვედრები.
აღნიშნული პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და კასპიის ზღვის გასწვრივ ახლო აღმოსავლეთი-დასავლეთის დერეფნის პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი დერეფანში სატრანზიტო მარშრუტის ფარგლებში საქართველოს ჩართვის ინიციატივით გამოვიდა.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.