აზიის განვითარების ბანკი საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას მხარს უჭერს

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaაზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ კავასავა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ კავასავა - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2024
გამოწერა
საქართველოს უნიკალური მდებარეობის გათვალისწინებით, აზიის განვითარების ბანკი მხარს უწერს რეგიონულო თანამშრომლობას, განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა
ბილისი, 4 მაისი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) მხარს უჭერს საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის განვითარებას, განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ კავასავამ.
საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის პოზიციის გასაძლიერებლად. მთავარი აქცენტი კეთდება სატრანსპორტო ჰაბის განვითარებაზე, გარდა ამისა, ხელისუფლება მუშაობს ქვეყნის, როგორც სავაჭრო და საკომუნიკაციო ჰაბის განვითარებაზე.
„ჩვენი ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგია (CPS) საქართველოსთვის მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგიის სამ ძირითად პრიორიტეტს - ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და საჯარო ადმინისტრირება. ამასთან, საქართველოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდებარეობის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ თანამშრომლობას. ADB აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს რეგიონულ ჰაბი“, - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უნიკალური მდებარეობა აქვს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და დაკავშირებადობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მათ შორის შუა დერეფანი.
„სომხეთს, საქართველოსა დ აზერბაიჯანს შორის რეგიონული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. აზიის განვითარების ბანკი მოხარულია, მხარი დაუჭიროს დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკას, რათა სტიმული მისცეს ადამიანებისა და ტვირთების მშვიდობიან მოძრაობას რეგიონის ირგვლივ“, - აღნიშნა მასაცუგუ ასაკავამ.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმში 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ADB-ის პრეზიდენტი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
საქართველოს გეგმები
საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალის რეალიზებისთვის, მთავრობა აგრძელებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და ფინანსური სისტემების განვითარებას.
2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რკინიგზის მოდერნიზაციას, მთავარი სატრანსპორტო არტერიების რეკონსტრუქციის დასრულებას, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციას.
რეგიონის მთავარი სატრანზიტო დერეფნის როლის განვითარების ფონზე, მთავრობა ასევე აპირებს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს საქმიანი და საინვესტიციო ურთიერთობები, ასევე ყურადღება მიაქციოს ტურიზმის განვითარებას, მათ შორის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციაზე უსაფრთხო და კომფორტული წვდომის უზრუნველყოფის კუთხით.
გარდა ამისა, საქართველო გეგმავს იმ ქვეყნების სიის გაფართოებას, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს და ყურადღებას მიაქცევს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობას ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებით.
ყველა ახალი ამბავი
0