https://sputnik-georgia.com/20240717/saqartveloshi-b-gepatitis-mkurnaloba-upaso-gaxda-289057721.html
საქართველოში B ჰეპატიტის მკურნალობა უფასი გახდა
საქართველოში B ჰეპატიტის მკურნალობა უფასი გახდა
Sputnik საქართველო
პროგრამის პირველ ეტაპზე პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. 17.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-17T21:39+0400
2024-07-17T21:39+0400
2024-07-17T21:39+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/12/286376974_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_3740a66580fae228cef9ac397085c48d.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო - პაციენტები უფასოდ შეძლებენ სკრინინგის, საჭირო კვლევების ჩატარებას და აუცილებლობის შემთხვევაში მედიკამენტების უფასოდ მიღებას, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ვითარდება მწვავე ან ქრონიკული ფორმით.პროგრამის პირველ ეტაპზე პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით. B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად ამ ეტაპზე არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ. იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.სერვისების მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს - პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/12/286376974_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_015bbf1511497a10fd94106fabfa8283.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველოში B ჰეპატიტის მკურნალობა უფასი გახდა
პროგრამის პირველ ეტაპზე პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო - პაციენტები უფასოდ შეძლებენ სკრინინგის, საჭირო კვლევების ჩატარებას და აუცილებლობის შემთხვევაში მედიკამენტების უფასოდ მიღებას, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ვითარდება მწვავე ან ქრონიკული ფორმით.
პროგრამის პირველ ეტაპზე პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
„პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე - პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები", - ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე.
პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით. B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად ამ ეტაპზე არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ.
იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.
სერვისების მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს - პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.